15:31 | 2021-04-13 ავტორი: Prime Time

ქვეყანაში ვირუსის საყოველთაო გავრცელება დაწყებულია – ამირან გამყრელიძე

ქვეყანაში ვირუსის საყოველთაო გავრცელება დაწყებულია – ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განმარტებით, ქვეყანაში ვირუსის საყოველთაო გავრცელება დაწყებულია და კლასტერები ფართოვდება.

 

ამის შესახებ გამყრელიძემ საკოორდინაციო სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

 

არასწორია აზრი, რომ კოვიდი მეორედ არ შეგხვდებათ - „რეინფიცირების შემთხვევები იზრდება“
2021-04-13არასწორია აზრი, რომ კოვიდი მეორედ არ შეგხვდებათ - „რეინფიცირების შემთხვევები იზრდება“

 

კლასტერების რაოდენობა იზრდება, მაგრამ ყველა მართვადია. თანდათან კლასტერებიდან გადავდივართ ქვეყანაში საყოველთაო გავრცელებაზე. ამდენი კლასტერის ჩამოყალიბება იმის ნიშანია, რომ საყოველთაო გავრცელება დაწყებულია ქვეყანაში“,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

 

ცნობისთვის, დღეს საქართველოში კორონავრუსის 1374 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ეს ბოლო სამ თვეში ვირუსის დადასტურების ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

ავტორი: Prime Time


X