fbpx
11:48 | 2020-10-24 ავტორი: Prime Time

ქვეყანაში, ინფიცირებული 427 პირის მდგომარეობა მძიმეა, 97 კი – სუნთქვის აპარატზეა

ქვეყანაში, ინფიცირებული 427 პირის მდგომარეობა მძიმეა, 97 კი – სუნთქვის აპარატზეა

ამ ეტაპზე, აქტიური ინფიცირებული შემთხვევა არის 16 121 – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

 

„3571 მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 1 762, აჭარაში – 686.

 

მძიმე პაციენტი არის 427, მათ შორის, თბილისში – 232, აჭარაში – 77.

 

აქედან, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე არის 97 პირი – მათ შორის, თბილისში – 54, აჭარაში – 20.

 

2 293 პირი არის კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის, 1 353 – აჭარაში, ხოლო 728 – თბილისში. 10 257 მკურნალობს ბინაზე.

 

საკარანტინე სივრცეში გვყავს 4 180 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 849, აჭარაში-2 183.

 

სულ 6-23 ოქტომბრის პერიოდში, საზღვრიდან გადაყვანილია – 7 916 პირი.

 

დღეის მდგომარეობით, თვითიზოლაციაში იმყოფება 28 069 პირი, საიდანაც თბილისში – 3 758 პირი, აჭარაში – 11 764, იმერეთში – 3 741.

 

ეს არის ის სტატისტიკური მონაცემები, რომელიც ასახავს დღეის მდგომარეობით ქვეყანაში არსებულ ეპიდვითარებას და გაწეული საქმიანობის ანგარიშს, რომელსაც ყოველდღიურად ვაწვდით ჩვენს მოსახლეობას,“ – განაცხადა სიჭინავამ.

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X