12:35 | 2021-07-19 ავტორი: Prime Time

„ქვეყანა მაღაზია არაა, რომ დაკეტო და გააღო!“ – გიორგი ფხაკაძის ცნობით, მალე ისევ ლოქდაუნი გამოცხადდება

„ქვეყანა მაღაზია არაა, რომ დაკეტო და გააღო!“ – გიორგი ფხაკაძის ცნობით, მალე ისევ ლოქდაუნი გამოცხადდება

„დელტა“ შტამი კლინიკურად უფრო მძიმედ მიმდინარეობს. ბავშვებში ვირუსის გადადების მთავარი წყარო არის მშობლები, ამიტომ მისი რეკომენდაციით, აუცილებელია, რომ მშობლები ორჯერადად აიცრან, რაც ასევე მთავარია ატარონ სამედიცინო პირბადე.

 

როგორც მთლიანად ევროპის ქვეყნებში, მათ შორის ჩვენთანაც, თანადანთან მატულობს „დელტა“ შტამის ცირკულაცია. პროგნოზიც ასეთია, რომ აგვისტოს შუა რიცხვებში, აგვისტოს ბოლოს „დელტა“ შტამი მთლიანდ ჩაანაცვლებს ევროპაში მოცირკულირე „ბრიტანულ“ შტამს.

 

გიორგი ფხაკაძის ცნობით, ჯანდაცვის სისტემა სრულად მოუმზადებელია და მალე, საქართველოში ისევ ლოქდაუნი გამოცხადდება.

 

„დელტა ვირუსი არის საქართველოში. საქართველო იმეორებს ინდურ სცენარს ერთი ერთში. გავიკეთოთ პირბადე და ქვეყანა არ ჩავაკეტინოთ. ნუ ვათქმევინებთ მთავრობას, რომ პირბადის მოხმარება დაბალია, პირბადეს არ იყენებენ და იძულებული ვართ ქვეყანა ჩავკეტოთო“,- ამბობს ფხაკაძე.

 

ფხაკაძე ყველა კერძო კომპანიას მოუწოდებს დაწიონ ფასები პირბადეებზე.

 

 

 

დაგაინტერესებთ:

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time


X