11:45 | 2020-09-15 ავტორი: Prime Time

ქუთაისში სკოლის კლასტერი გაიზარდა

ქუთაისში სკოლის კლასტერი გაიზარდა

ქუთაისში ბოლო 24 საათი განმავლობაში კოვიდინფექციის 14 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ყველა მათგანი ე.წ. 32-ე საჯარო სკოლის კლასტერს უკავშირდება.

 

რაც შეეხება ქალქის ცენტრში არსებულ საველე ლაბორატორიას, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კარვიდან აღებული 895 ნიმუშიდან არც ერთი დადებითი არ არის.

 

არ გაზრდილა 24-ე საჯარო სკოლის კლასტერი, სადაც ვირუსი სკოლის დირექტორს, ბუღალტერსა და საქმეთა მმართველს დაუდასტურდა.

 

ეზუგბაია: კორონავირუსის 170 ახალი შემთხვევიდან 124 აჭარაში დადასტურდა
2020-09-15ეზუგბაია: კორონავირუსის 170 ახალი შემთხვევიდან 124 აჭარაში დადასტურდა

ვირუსზე უარყოფითი შედეგები მიიღეს აკაკი წერეთლის სახელწმიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის დეკანმა და შვიდმა პროფესორ-მასწავლებელმა.

 

შეგახსენებთ, რომ 24-ე საჯარო სკოლის საქმეთა მმართველმა, რომელიც ამავდროულად უნივერსიტეტის მაგისტრია, 12 სექტემბერს უნივერსიტეტში დიპლომის დაცვის გამოცდა ჩააბარა. მას შემდეგ, რაც მას ვირუსი დაუდასტურდა, ტესტი გაიკეთა და თვითიზოლაციაში გადავიდა ყველა ის პირი, ვინც გამოცდას ესწრებოდა.

 

 

ავტორი: კესო მოლაშხია

ავტორი: Prime Time

0
კომენატარი - +

მსგავსი სიახლეები

X