16:42 | 2020-04-06 ავტორი: სალომე ნეფარიძე

ქუთაისში სასწრაფოს ექიმის დედას კორონავირუსი დაუდგინდა

ქუთაისში სასწრაფოს ექიმის დედას კორონავირუსი დაუდგინდა

ქუთაისში ინფიცირებული 62 წლის ქალი, რომელსაც კორონავირუსი გუშინ დაუდასტურდა და რომელიც ინფექციურ საავადმყოფოში ცხელების ცენტრიდან გადაიყვანეს სასწრაფოს ექიმის დედაა.

 

მომხდარის გამო ქუთაისში სასწრაფო დახმარების ჯგუფი თვითიზოლაციაში გადავიდა.

 

ქუთაისის სასწრაფო დახმარების ცენტრის ხელმძღვანელის, მაია რუხაძის ინფორმაციით, ექიმს ამ დრომდე არავითარი სიმპტომი აღენიშნება.

 

ქუთაისში ეს უკვე სასწრაფოს მეორე ბრიგადაა, რომელიც იზოლაციაში იმყოფება. მედიკოსების ის ჯგუფი, რომელმაც 67 წლის მამაკაცი ე.წ. ცხელების ცენტრში გადაიყვანა და რამდენიმე დღეში Covid-19 დაუდასტურდა, ასევე თვითიზოლაციაშია.

 

 

  • ბოლო მონაცემებით გამოჯანმრთელებულია 36 ადამიანი

 

 

 

 

 

 

 

 

  • მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოში სასურსათო მაღაზიების, ბენზინგასამართი სადგურების, კვების ობიექტების, ღია საკოლმეურნეო ბაზრების და აფთიაქების გარდა ყველა სავაჭრო ობიექტი დაიხურა.

 

 

ავტორი: სალომე ნეფარიძე

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები