10:14 | 2020-02-13 ავტორი: Prime Time

ქუთაისში სასწავლო პროცესი შეჩერდა

ქუთაისში სასწავლო პროცესი შეჩერდა

ქუთაისის სკოლების ნაწილსა და საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესი შეჩერებულია. ამის მიზეზად სასწავლო დაწესებულებებში ბუნებრივი აირის არარსებობაა.

 

„ზოგიერთმა მშობელმა ბავშვის სახლში დატოვება ვერ მოახერხა და მაინც მოიყვანეს. ელექტრო ქურა დავუდგით და თბებიან“, – ამბობს ააიპ ბაღების გაერთიანების დირექტორი დავით წიტაიშვილი.

 

ქუთაისში მოსახლეობის ნახევარს ბუნებრივი აირის მიწოდება 12 თებერვალს შეუწყდა.

 

„სოკარ ჯორჯია გაზში“ 11 თებერვალს განმარტავდნენ, რომ პრობლემა გაზსადენზე მომხდარმა აფეთქებამ გამოიწვია. აბონენტებს გაზის მიწოდება სრულად 13 თებერვალს აღუდგება.

ავტორი: Prime Time

0
კომენატარი - +

მსგავსი სიახლეები

X