12:03 | 2020-06-16 ავტორი: Prime Time

ქუთაისში, რუსთაველის ქუჩაზე, სკვერის რეაბილიტაცია დასრულდა

ქუთაისში, რუსთაველის ქუჩაზე, სკვერის რეაბილიტაცია დასრულდა

ქუთაისში, რუსთაველის ქუჩაზე, სკვერის რეაბილიტაცია დასრულდა და ქალაქს კიდევ ერთი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სარეკრეაციო ზონა შეემატა.

 

ქალაქის მერის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ერემეიშვილმა , ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დასრულებული სამუშაოები მოინახულა.

 

სკვერში განახლდა საფეხმავლო ბილიკები, მოეწყო ახალი გაზონები, დაიდგა ლამპიონები, ძელსკამები, საბავშვო ატრაქციონები, დაირგო დეკორატიული მცენარეები.

ქუთაისში, რამდენიმე ქუჩაზე ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს
2020-06-15ქუთაისში, რამდენიმე ქუჩაზე ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს

„ქალაქის ერთ-ერთ ცენტრალურ ნაწილს თანამედროვე დასასვენებელი ადგილი შეემატა. განახლებულ სკვერში ჩვენი თანაქალაქელები, თავიანთ პატარებთან ერთად, დროს სასიამოვნოდ გაატარებენ. მჯერა, ეს სკვერი მალე იქცევა ამ უბნის მაცხოვრებელთა რჩეულ რეკრეაციულ ზონად.“ – განაცხადა ქალაქის მერის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ერემეიშვილმა.

 

სკვერში სამუშაოები შპს „ნიუ სთაილმა “ შეასრულა და მის რეაბილიტაციაზე 234056 ლარი დაიხარჯა.

ავტორი: Prime Time

0
კომენატარი - +

მსგავსი სიახლეები

X