00:11 | 2020-04-06 ავტორი: ნინი ტაველიძე

ქუთაისში კორონავირუსის კიდევ ერთი დადასტურებული შემთხვევა დაფიქსირდა

ქუთაისში კორონავირუსის კიდევ ერთი დადასტურებული შემთხვევა დაფიქსირდა

დღის ბოლოსთვის ქუთაისში კორონავირუსის კიდევ ერთი დადასტურებული შემთხვევა დაფიქსირდა. ეს ქუთაისში უკვე მეექვსე პაცინტია, რომელსაც ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა.

 

ინფიცირებული პაციენტი კლინკაში ქუთაისის ცხელების ცენტრიდან გადაიყვანეს.

 

ცენტრის ხელმძღვანელის, არჩილ მუკბანიანის თქმით, პაციენტი 62 წლის ქალბატონია. დადგენილია თუ არა მისი ინფიცირების წყარო, ჯერჯერობით უცნობია.

 

არჩილ მუკბანიანის თქმით, პაციენტს ქუთაისის ახალ ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანენ, რომელიც ქუთაისში კორონავირუსით ინფიცირებულთა მიმღები კლინიკაა.

 

 

ქუთაისში კორონავირუსი უკვე ექვს ადამიანს დაუდგინდა.

 

 

  • ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის 174 შემთხვევაა დაფიქსირებული.

 

 

 

 

 

 

 

  • მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოში სასურსათო მაღაზიების, ბენზინგასამართი სადგურების, კვების ობიექტების, ღია საკოლმეურნეო ბაზრების და აფთიაქების გარდა ყველა სავაჭრო ობიექტი დაიხურა.

 

 

 

 

 

ავტორი: თეონა აბესაძე

 

 

 

ავტორი: ნინი ტაველიძე

0
კომენატარი - +

მსგავსი სიახლეები

X