13:00 | 2020-06-13 ავტორი: სალომე ნეფარიძე

ქუთაისში გუშინ მომხდარ ავარიას ცნობილი ექიმი ემსხვერპლა

ქუთაისში გუშინ მომხდარ ავარიას ცნობილი ექიმი ემსხვერპლა

ქუთაისი-ზესტაფონის დამაკავშირებელ მაგისტრალზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას, ცნობილი ექიმი გუბაზ კორძაია ემსხვერპლა.

 

შემთხვევა გუშინ მოხდა, ახალგაზრდა ექიმი, მსუბუქი ავტომობილით მოცურდა და გზის სავალი ნაწილიდან ხევში გადავარდა. მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

 

არსებული ინფორმაციით, ექიმმა გუშინ ქუთაისში ოპერაცია ჩაატარა და თბილისში ბრუნდებოდა. მას ორსული მეუღლე და ორი შვილი დარჩა.

 

კორ­ძა­ი­ამ 12 ივ­ნისს ქუ­თა­ის­ში ოპე­რა­ცია ჩა­ა­ტა­რა და თბი­ლის­ში ბრუნ­დე­ბო­და. ის ის­რა­ე­ლი-სა­ქარ­თვე­ლოს კარ­დი­ო­ლო­გი­ი­სა და ან­გი­ო­ლო­გი­ის ცენ­ტრში ანეს­თე­ზი­ო­ლოგ-რე­ა­ნი­მა­ტო­ლო­გად მუ­შა­ობ­და.

 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო საშუალების ექსპლოატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც მსხვერპლი გამოიწვია.

ავტორი: სალომე ნეფარიძე

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X