19:52 | 2020-03-22 ავტორი: Prime Time

ქუთაისში დაჭრილი მამაკაცის მდგომარეობა ისევ მძიმეა

ქუთაისში დაჭრილი მამაკაცის მდგომარეობა ისევ მძიმეა

ქუთაისში, 21 მარტს თაბუკაშვილის ქუჩაზე მომხდარი შელაპარაკების შედეგად დაჭრილი მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. მამაკაცს ოპერაცია გუშინვე ჩაუტარდა. ამ დროისთვის ის ქუთაისის კლინიკურ საავადმყოფოში გადის მკურნალობას.

 

„პაციენტს გუშინ ჩაუტარდა ოპერაცია, მუცლის არეში აქვს ჭრილობა მიყენებული, იმყოფება მართვით სუნთქვაზე და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება“, – ამბობს კლინიკის დირექტორი ირაკლი გოგინავა.

 

შეგახსენებთ, რომ 21 მარტს ქუთაისში თაბუკავშილის ქუჩაზე მომხდარი ურთიერთშელაპარაკების შედეგად ერთი ადამიანი მოკლეს, ხოლო მეორე დაჭრეს. პოლიციამ ბრალდებული ცხელ კვლაზე უკვე დააკავა. საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

 

ავტორი: თეონა აბესაძე

 

ამავე თემაზე:

 

პოლიციამ ქუთაისში მომხდარი მკვლელობა ცხელ კვალზე გახსნა
2020-03-21პოლიციამ ქუთაისში მომხდარი მკვლელობა ცხელ კვალზე გახსნა

 

 

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები