fbpx
17:28 | 2020-12-02 ავტორი: Prime Time

ქუთაისში, აღმაშენებლის ქუჩაზე ახალი სკვერი კეთდება

ქუთაისში, აღმაშენებლის ქუჩაზე ახალი სკვერი კეთდება

ქუთაისში, აღმაშენებლის ქუჩაზე ახალი სკვერი კეთდება. სკვერში მიმდინარე სამუშაოები ქალაქის მერის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ერემეიშვილმა, ინფრასტრუქტურის განვითარებისა და კეთილმოწყობის სამსახურის უფროსთან ბექა ყურაშვილთან ერთად მოინახულა.

 

აღმაშენებლის ქუჩის# 125-ის მიმდებარე ტერიტორიაზე თანამედროვე სკვერის მოსაწყობად 139 ათასი ლარია ქუთაისის ბიუჯეტიდან გამოყოფილი. სკვერში მოეწყობა გამწვანების ზოლი, საფეხმავლო ბილიკები, საბავშვო ატრაქციონები, განათების სისტემა.

 

„აღმაშენებლის გამზირი ერთ-ერთი ცენტრალური ქუჩაა , ინტენსიური საავტომობილო მოძრაობით და აქ მსგავსი სარეკრეაციო ზონების შექმნა მნიშვნელოვანია. ამ უბნის მაცხოვრებლეთათვის ახალი სკვერი კარგი საჩუქარი იქნება“ – განაცხადა დავით ერემეიშვილმა.

 

სკვერის კეთილმოწყობის სამუშაოებს შპს „მშენებელი 2017“ ასრულებს და დეკემბრის ბოლოს დამთავრდება.

 

R

 

 

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X