09:52 | 2020-03-23 ავტორი: Prime Time

ქუთაისში 70 წელს გადაცილებული მარტოხელა ადამიანებისთვის საკვები პროდუქტების დარიგება გრძელდება

ქუთაისში გრძელდება 70 წელს გადაცილებული მარტოხელა ადამიანებისთვის საკვები პროდუქტების დარიგება.

 

სასურსათო ამანათების დარიგების პროცესში უშუალოდ მონაწილეობს ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია მოადგილეებთან ერთად.

 

„ასეთ პერიოდში ადამიანებისთვის უმნიშვნელოვანესია იმის ცოდნა, რომ სახელმწიფო ზრუნავს მათზე. ეს ყურადღება და მზრუნველობა განსაკუთრებით ჩვენს ხანდაზმულ მოქალაქეებს სჭირდებათ. ჩვენ ვაგრძელებთ მათთვის პირველადი მოხმარების საკვები პროდუქტების სახლებში მიტანას. “ – აცხადებს ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია.

 

სხვადასხვა სახის პირველადი მოხმარების საკვები პროდუქტი თვითმმართველობას კერძო კომპანიებმა გადასცეს: მაღაზიათა ქსელმა ,,ფემილიმ”, „ ლიდერფუდმა“, „ მაგნიტმა“ , შპს „ფარმა“, შპს „მზიურმა“, შპს ,,არგომ” , შპს “ანიმ” ( ნიკეას ბაზრობა), ,კოკა კოლამ”, ,,დეილმა”, ,,ელვამ”, ,,მონოპოლი გრუპი და ორი გოგომ” , ასევე, ბაგა-ბაღების გაერთიანებამ.

 

ქუთაისის სპორტის სასახლიდან, სადაც შეგროვდა და დაფასოვდა საკვები პროდუქტები, ამანათები მარტოხელა მოხუცებისთვის მერიის თანამშრომლებს საკრებულოს დეპუტატებს და მოხალისეებს მიაქვთ.

 

16 მარტს, საქართველოს მთავრობამ 70 წელს ზემოთ ასაკის მოქალაქეები გააფრთხილა.

 

უსაფრთხოების საბჭოს გადაწყვეტიელბით და მერიის სტრუქტურული ერთეულების ჩართულობით გადაწყდა, რომ მარტოხელა მოხუცებს საკვებს სახლებში მიუტანენ.

 

შექმნილია მოხალისეთა ჯგუფი, რომელშიც რიგითი მოქალაქეებიც გაწევრიანდნენ.

 

მოხალისეთა რიგებში გაწევრიანდნენ არასამთავრობო ორაგანიზაციების წარმომადგენლები და ცნობილი სახეები.

ავტორი: Prime Time

დატოვე კომენტარი