fbpx
23:49 | 2021-01-06 ავტორი: Prime Time

ქუთაისის მერმა შობის დღესასწაული მოსახლეობას მიულოცა

ქუთაისის მერმა შობის დღესასწაული მოსახლეობას მიულოცა

ქრისტეშობა განახლების, თავისუფლების, სიკეთისა და სიყვარულის დღესასწაულია ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა შობის დღესასწაული მოსახლეობას მიულოცა.

 

,,შობის დღესასწაულს გილოცავთ! ქრისტეშობა განახლების და თავისუფლების, სიკეთისა და სიყვარულის ზეიმია. მაცხოვრის შობით დაიწყო ახალი ერა კაცობრიობის ისტორიაში. საუკუნეების მანძილზე ყალიბდებოდა საშობაო ტრადიციები, რომელთა შორის უმთავრესია შობის მახარობლების მსვლელობა ქუჩებში.

 

წელს, პანდემიის გამო, მეალილოეთა საზეიმო სვლა არ გაიმართება. თუმცა, ლოცვითა და სიხარულით,ოჯახებში შევეგებებით შობის ღამეს. დაე, კვლავ იშვას ქრისტე ჩვენს გულებში! ბედნიერ შობას გისურვებთ!”- ნათქვამია ქუთაისის მერის საშობაო მილოცვაში.

 

ავტორი: Prime Time


X