14:26 | 2021-09-27 ავტორი: Prime Time

ქუთაისის მერის მოადგილემ ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად დიდების მემორიალი ყვავილებით შეამკო

ქუთაისის მერის მოადგილემ ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად დიდების მემორიალი ყვავილებით შეამკო

27 სექტემბერი სოხუმის დაცემის დღეა. ამ დღესთან დაკავშირებით, ქუთაისის მერის მოადგილემ ირაკლი ქარქაშაძემ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან და ომის ვეტერანებთან ერთად, ყვავილებით შეამკო დიდების მემორიალი და პატივი მიაგო გმირების ხსოვნას.

 

„მძიმე და ტრაგიკული დღეა 27 სექტემბერი საქართველოს უახლოეს ისტორიაში. 28 წლის წინ ამ დღეს სოხუმი დაეცა. რუსული აგრესიის შედეგად გამოწვეული ეს კონფლიქტი ქართველების და აფხაზების საერთო ტრაგედიაა. ამ ომს შეეწირა ბევრი ჩვენი თანამემამულის სიცოცხლე, ადამიანებმა დაკარგეს ახლობლები, სახლ-კარი, მშობლიურ ადგილებში თავისუფლად მისვლის საშუალება…მაგრამ, ჩვენ არ დაგვიკარგავს იმედი. ეს დღე, გლოვის დღესთან ერთად, ხსოვნის და იმედის დღეა. ჩვენ აუცილებლად დავბრუნდებით აფხაზეთში, ჩვენ დავიბრუნებთ ერთმანეთს და ეს მოხდება მხოლოდ მშვიდობიანი გზით!“, – განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ. ქუთაისის ცენტრალურ ბულვარში ამ დღისადმი მიძღვნილი ფოტო-გამოფენა მოეწყო. გლოვის ნიშნად, ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაშვებულია.

 

ავტორი: Prime Time

X

error: Content is protected !!