14:14 | 2021-09-23 ავტორი: Prime Time

ქუთაისის მერია აგრძელებს საგანმანათლებლო პროგრამას სოციალურად დაუცველი ახალგაზრდებისთვის

ქუთაისის მერია აგრძელებს საგანმანათლებლო პროგრამას სოციალურად დაუცველი ახალგაზრდებისთვის

მერიის ინიციატივით, მეთორმეტე კლასელებს ოთხ სასკოლო საგანში სააბიტურიენტო მომზადება დაუფინანსდებათ. ქუთაისის მერის მოადგილე ირაკლი ქარქაშაძე პროექტის მეორე ეტაპის მონაწილეებს და მათ მშობლებს შეხვდა.

 

„ქუთაისის მუნიციპალიტეტმა 2021 წლის მარტიდან დაიწყო საგანმანათლებლო პროექტი მეთორმეტე კლასელებისთვის, დაინტერესება დიდი იყო. პროგრამის მონაწილეთა უმრავლესობამ, წარმატებით ჩააბარა ეროვნული გამოცდები და სასურველი უნივერსიტეტების სტუდენტები გახდნენ. ამიტომაც , ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, გავაგრძელოთ ეს პროექტი და დავეხმაროთ სწავლის მსურველ ახალგაზრდებს, სათანადოდ მოემზადონ სასკოლო საგნებში“, – განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ.

ავტორი: Prime Time

X