10:15 | 2020-04-23 ავტორი: Prime Time

ქუთაისის ლაბორატორიაში კორონავირუსზე გამოკვლეული 100-მდე ნიმუში უარყოფითია

ქუთაისის ლაბორატორიაში კორონავირუსზე გამოკვლეული 100-მდე ნიმუში უარყოფითია

ქუთაისის ლაბორატორიამ ამ დრომდე 100-მდე ბიოლოგიური ნიმუში გამოიკვლია და ყველა პასუხი უარყოფითია.

 

ინფორმაცია, დაავადებათა კონტროლის იმერეთის სამმართველოს უფროსმა დაადასტურა.

 

გოჩა გიორგიძის თქმით, ანალიზები გადაგზავნილი იყო როგორც იმერეთის, ასევე სამეგრელოს სამედიცინო დაწესებულებებიდან.

 

რაც შეეხება თერჯოლის კლასტერს, სამი ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რომელთაც COVID 19 სეროლოგიური კვლევებით დაუდასტურდათ.

 

ბოლო მონაცემებით, საქართველოში დაინფიცირების შემთხვევა 416 -ია, აქედან 107 პაციენტი გამოჯანმრთელდა. გარდაიცვალა 5.

 

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4816 ადამიანი და სტაციონრში 574 პაციენტს აკვირდებიან.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X