01:34 | 2020-08-01 ავტორი: Prime Time

ქურდულ მენტალიტეტში ასე ხდება, ნახალოვკელი ბიჭი ვარ და ვიცი… – შაქარაშვილის საქმის ფიგურანტის მამა

ქურდულ მენტალიტეტში ასე ხდება, ნახალოვკელი ბიჭი ვარ და ვიცი… – შაქარაშვილის საქმის ფიგურანტის მამა

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვნის, ზ.ხ.-ს მამა „პალიტრანიუსის“ ეთერში აცხადებს, რომ გიორგი შაქარაშვილს ფიზიკურად შესაძლოა საბურთალოელები გაუსწორდნენ.

 

თამაზ ხომასურიძე განმარტავს, რომ ქურდულ მენტალიტეტში, როდესაც ჩხუბის დროს ძმაკაცი ძმაკაცს მიატოვებს, ამის გამო მას შურისძიების მიზნით ფიზიკურად გაუსწორდებიან.

 

ზ.ხ.-ს მამა ასევე ამბობს, რომ გიორგი შაქარაშვილი ბოლოს შესაძლოა სწორედ საბურთალოელმა პიროვნებამ ნახა, რომელიც აგარაკზე დილის 4 საათამდე იმყოფებოდა.

 

„პოლიციამ ბოლოს ნახა ვინ ჩამოვიდა იმ აგარაკზე მანქანით? საბურთალოელები ჩამოვიდნენ ნახალოვკელების საცემად, გაიგეს რომ ნახალოვკელებმა სცემეს საბურთალოელებს, ჩამოვიდნენ შურისსაძიებლად. გაიგეს, რომ შაქარაშვილი ჩხუბში არ მონაწილეობდა, არ ეხმარებოდა მათ, მერე საერთოდ გაიქცა და შურისძიების მიზნით სცემეს. ქურდულ მენტალიტეტში ასე ხდება, მერე რა რომ გამომძიებელი ვიყავი, ნახალოვკელი ბიჭი ვარ და ვიცი, როდესაც ორი ძმაკაცი ჩხუბობს და ერთი ძმაკაცი ჩხუბიდან გაიქცევა, ის მეორე სცემს მას რატომ გამექეცი ჩხუბიდან და რატომ დამტოვე მარტოო. ვგულისხმობ დაბადების დღეზე მომხდარ ჩხუბს, როდესაც ჩიქოვანს თავი გაუტეხეს. ცხონებული ხომ არ ეხმარებოდა თავის ძმაკაცებს და აშველებდა. შეიძლება მაგის გამო სცემეს, რატომ გვაშველებდი და რატომ არ გვეხმარებოდიო. რატომ გამოვრიცხავთ ამ ვერსიას?! დილის 4 საათამდე ხომ იმალებოდა იქ ვიღაც?! სატელეფონო ამონაწერებში ჩანს ეს. საბურთალოელი იყო ის პიროვნება და შეიძლება მან ნახა ბოლოს“, – ამბობს თამაზ ხომასურიძე.

 

წარმოგიდგენიათ, 16 წლის ბავშვმა ვიღაც მოკლას და შემდეგ წყნარი გულით დაიძინოს? - დაკავებული არასრულწლოვნის მამა
2020-08-01წარმოგიდგენიათ, 16 წლის ბავშვმა ვიღაც მოკლას და შემდეგ წყნარი გულით დაიძინოს? - დაკავებული არასრულწლოვნის მამა
ავტორი: Prime Time

0
კომენატარი - +

მსგავსი სიახლეები

X