12:49 | 2020-06-17 ავტორი: ნინი ტაველიძე

„ქუჩის კატა სახელად ბობი“ მოკვდა

„ქუჩის კატა სახელად ბობი“ მოკვდა

კატა, რომელმაც ჯეიმს ბოუენს წიგნის -„ქუჩის კატა, სახელად ბობი“ – დაწერა შთააგონა და მოგვიანებით პოპულარული წიგნების სერიის გმირი გახდა, 14 წლის მოკვდა. ამის შესახებ BBC-ი იუწყება.

 

ამ ქალის უმძიმეს ცხოვრებაზე ფილმს იღებენ, ის ყველაზე გაჭირვებულებს შორის აარჩიეს
2020-06-14ამ ქალის უმძიმეს ცხოვრებაზე ფილმს იღებენ, ის ყველაზე გაჭირვებულებს შორის აარჩიეს

 

ჯეიმს ბოუენი ბობის 2007 წელს შეხვდა. იმ დროს ბოუენი ნარკოდამოკიდებულებისგან განკურნებას ცდილობდა.

 

როდესაც ბოუენმა კატა ნახა, ბობი ძალიან ცუდად იყო, ამიტომ მასზე ზრუნვა გადაწყვიტა.

 

მას ბობი ყველგან თან დაჰყავდა. მაშინაც კი, როცა ლონდონის ქუჩებში ჟურნალს – The Big Issue-ს ყიდდა. ხალხი ბობის სიყვარულის ნიშნად ნაქსოვ შარფებს ჩუქნიდა.

 

ბოუენმა 2012 წელს მისი და ბობის ურთიერთობაზე წიგნი დაწერა – „ქუჩის კატა სახელად ბობი – როგორ იხსნა მან ჩემი სიცოცხლე“. წიგნი ნამდვილ ჰიტად იქცა, ის 40 ენაზეა ნათარგმნი.

 

2016 წელს კი ამავე სახელწოდების ფილმი გადაიღეს, რომელშიც ბობიმ ითამაშა. ბობის შესახებ ბოუენი სოციალურ ქსელში წერს:

 

„ძალიან მარტივადაა საქმე. მან მე საოცარი კომპანიონობა გამიწია. მისმა გვერდით ყოფნამ ცხოვრებაში ის მიმართულება და მიზანი მაპოვნინა, რომელიც დაკარგული მქონდა.

 

ის უამრავ ადამიანს შეხვდა და მათ გულს შეეხო. მისნაირი აღარ იქნება არასდროს.

 

ისეთი შეგრძნება მაქვს თითქოს ჩემს ცხოვრებას სინათლე მოაკლდა. მე მას არასდროს დავივიწყებ“,- წერს ბოუენი.

 

ცნობისთვის, 2020 წელს ეკრანებზე ბობის შესახებ მეორე ფილმი „საჩუქარი ბობისგან“ უნდა გამოვიდეს.

ავტორი: ნინი ტაველიძე

0
კომენატარი - +

X