16:28 | 2020-02-03 ავტორი: Prime Time

ქუჩაში დაყრილი ხალხი ჩემ გარშეო არავის უნახავს – ვითარება უხანში

ქუჩაში დაყრილი ხალხი ჩემ გარშეო არავის უნახავს – ვითარება უხანში

„მაღაზიები ჩვეულებრივ მუშაობს, პროდუქტიც არის. ისეთი მრავალფეროვანი არა, როგორც წესია, მაგრამ ამის პრობლემა არ გვაქვს“,- უხანში დარჩენილი ქართველი სტუდენტი, ნინი დავლიანიძე ამ დროისთვის ქალაქში არსებულ მდგომარეობაზე ყვება. ამის შესახებ მან „ტვ პირველის“ ეთერში ისაუბრა.

 

მისი თქმით, გავრცელებული ფოტოები, სადაც ხალხი ვირუსისგან ქუჩაში ეცემა, რეალობას არ ასახავს.

 

„მე გუშინ ვიყავი გარეთ გასული. მაღაზიები ჩვეულებრივად მუშაობს. ჩემ გარშემო ორი მაღაზიაა. მაღაზიებში პროდუქტი არის. რა თქმა უნდა, ისეთი მრავალფეროვნება არ არის, როგორც წესი, მაგრამ მაინც.

 

ქუჩაში დაყრილი ხალხი ჩემ გარშემო არავის უნახავს. რეალურად ასეთი სურათები არ არის დღევანდელი რეალობის ამსახველი. ამაზე თავს ვერ დავდებ, მაგრამ მსგავსი არაფერი მინახავს. რა თქმა უნდა, ვერიდებით ქუჩაში გასვლას, მაგრამ თუ გავდივართ ვიცავთ უსაფრთხოების წესებს.

 

ლიფტთან არის დამაგრებული ხელსახოცები და ასევე ლიფტში დგას ურნები, რომ შემდეგ გადავყაროთ. ანუ, უსაფრთხოების წესები მაქსიმალურად დაცულია“, – ამბობს ქართველი სტუდენტი.

ავტორი: Prime Time

0
კომენატარი - +

მსგავსი სიახლეები

X