fbpx
13:06 | 2020-07-21 ავტორი: Prime Time

ქორწინების სახლები გაიხსნა – რა უნდა იცოდეს ქორწინების მსურველმა

ქორწინების სახლები გაიხსნა – რა უნდა იცოდეს ქორწინების მსურველმა

იუსტიციის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ ქორწინების რეგისტრაციის საზეიმო ცერემონიალით ჩატარების მომსახურება მთელი ქვეყნის მასშტაბით განაახლა.

 

ქორწინების საზეიმო ვითარებაში რეგისტრაციის მსურველ პირებს შესაძლებლობა აქვთ, აღნიშნული სერვისით ისარგებლონ საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ ყველა – 26-ვე ქორწინების სახლში (სივრცეში), ასევე, ქორწინების რეგისტრაციის გასვლითი სერვისით, მათთვის სასურველ ნებისმიერ ადგილას.

ვისთან ერთად მოგზაურობს რაჭა-ლეჩხუმში მაკა ასათიანი?
2020-07-18ვისთან ერთად მოგზაურობს რაჭა-ლეჩხუმში მაკა ასათიანი?

 

ქორწინების მსურველმა წყვილმა საზეიმო ცერემონიალის სერვისის მისაღებად აუცილებელია გაითვალისწინოს, რომ ერთობლივი განაცხადის წარსადგენად იუსტიციის სახლებში, საზოგადოებრივ ცენტრებსა და ტერიტორიულ სამსახურებში ვიზიტი წინასწარ უნდა დაჯავშნოს პორტალზე – my.gov.ge. ამისთვის საჭიროა, კალენდარში აირჩიოს მისთვის სასურველი ფილიალი და ვიზიტის თარიღი, რის შემდეგაც მოკლე ტექსტური შეტყობინებით მიიღებს მომსახურების ერთჯერად კოდს, რომელსაც ფილიალში მისვლის დროს წარადგენს.

 

შერჩეულ ფილიალში ქორწინების საზეიმო რეგისტრაციის მსურველ წყვილს ოპერატორი დაუჯავშნის რიტუალის ჩატარების ადგილს, თარიღსა და დროს.

 

შეგახსენებთ, ქორწინების სახლებში (სივრცეებში) საზეიმო ცერემონიალის ჩატარება და ქორწინების გასვლითი რეგისტრაცია მიმდინარე წლის მარტიდან დროებით შეჩერებული იყო, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით გამოცხადებული საგანგებო მდგომარების გამო.

 

მას შემდეგ, რაც იუსტიციის სახლებმა/საზოგადოებრივმა ცენტრებმა 5 მაისიდან მუშაობა განაახლეს, ქორწინების რეგისტრაცია შესაძლებელი იყო, მხოლოდ საზეიმო რიტუალის გარეშე.

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X