09:43 | 2020-06-30 ავტორი: Prime Time

ქორწინების მიზნით გოგოს მოტაცების ბრალდებით 3 ადამიანი დააკავეს

ქორწინების მიზნით გოგოს მოტაცების ბრალდებით 3 ადამიანი დააკავეს

მარნეულში პოლიციამ ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1977 წელს დაბადებული ა.ფ., 2000 წელს დაბადებული ი.მ და 2002 წელს დაბადებული ი.ი., წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით დააკავა.

რა პროცედურების გავლაა საჭირო მართვის მოწმობის ასაღებად
2020-06-29რა პროცედურების გავლაა საჭირო მართვის მოწმობის ასაღებად

 

ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

 

გამოძიებით დადგინდა, რომ ა.ფ.-მ მარნეულის მუნიციპალიტეტში, ორ თანამზრახველთან ერთად, ქორწინების მიზნით, 1997 წელს დაბადებულ ა.მ.-ს თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთა.

 

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს. დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ავტორი: Prime Time

0
კომენატარი - +

მსგავსი სიახლეები

X