fbpx
20:30 | 2020-04-19 ავტორი: ნინი ტაველიძე

ქორწინება ონლაინ – ნიუ-იორკის შტატში წყვილები დაქორწინებას ონლაინ შეძლებენ

ქორწინება ონლაინ – ნიუ-იორკის შტატში წყვილები დაქორწინებას ონლაინ შეძლებენ

ნიუ-იორკის შტატის გუბერნატორმა, ენდრიუ კუომომ ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის მიხედვითაც წყვილები დაქორწინებას ონლიან შეძლებენ.

 

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვების გამო, ბოლო პერიოდში ძალიან ბევრი ქორწილი გადაიდო ან გაუქმდა.

 

ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

 

კუომომ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც შტატში კორონავირუსის გამო გამოცხადებული კარანტინი 15 მაისამდე გაგრძელდა.

 

ჯერ მარტო ნიუ-იორკში კორონავირუსს 13 ათასამდე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

 

ბრძანების მიხედვით, მოქალაქეები ქორწინების შესახებ განცხადების შეტანას დისტანციურად შეძლებენ, მოხელეები კი მათ ვირტუალურ ცერემონიაზე დააქორწინებენ.

 

ამ გადაწყვეტილებამ სოციალურ მედიაში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია.

 

ზოგი მათგანი ვერ ხვდებოდა წყვილებს ონლაინ-დაქორწინების სურვილი რატომ უნდა გასჩენოდათ. თან როცა მათი საყვარელი ადამიანები ცერემონიაზე დასწრებას ვერ შეძლებდნენ.

 

სხვები კი ამ ფაქტს დადებითად აფასებდნენ.

ავტორი: ნინი ტაველიძე

0
კომენტარი - +

X