
აჭარაში შეზღუდვები არ გაითვალისწინეს და 6 სარიტუალო დარბაზი დაჯარიმდა, – ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს ბრიფინგზე შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა, ბექა ფერაძემ განაცხადა.
„სულ ქვეყნის მასშტაბით 20 სარიტუალო დარბაზი დაჯარიმდა, რადგან შეზღუდვების მიუხედავდ მაინც განახორციელეს სხვადასხვა ღონისძიებები. ცდილობენ, წესების ავლით ჩაატრონ ღონისძიება. მაგალითად, ჩვენ ვნახეთ, რომ ქორწილი სადედოფლო კაბის გარეშე იყო, – განაცხადა ბექა ფერაძემ.