fbpx
12:03 | 2020-04-28 ავტორი: Prime Time

„ქორწილი და დასასფლავება არ არის… ყვავილები გვილპება, როგორ უნდა გავყიდო“ – ზუგდიდელი მეყვავილეების გასაჭირი

„ქორწილი და დასასფლავება არ არის… ყვავილები გვილპება, როგორ უნდა გავყიდო“ – ზუგდიდელი მეყვავილეების გასაჭირი

35 წელიწადზე მეტია ზუგდიდის მუნიციპალიტეტ სოფელ ინგირში მცხოვრებმა ახალაიებმა ქართული და სხვადასხვა ჯიშის ვარდები, დაახლებით ერთ ჰექტარ მიწის ფართობზე გააშენეს.

 

„30 წელზე მეტია ვარდების ბიზნესი გვაქვს. 35 წელია ბაზარში ვდგავარ. ვაბარებთ, ვყიდით ვარდებს და ესაა ჩვენი ოჯახის ძირითადი შემოსავალი.

Tea Shonia-ს ფოტო.

ეს იყო ჩვენი სარჩო. ახლა კი, ყველამ იცის რა დრო დაგვიდგა.

 

კვირაში ორჯერ უნდა შეწამლო ვარდი, სასუქი და გასხვლა სჭირდება. როგორ გავაკეთოთ თუ ვერ გავყიდეთ ესენი? ჩვენი ხარჯით ვაკეთებთ. ოთხივე სათბურში 4 ათასი ძირი ვარდი გვაქვს.

 

სეზონზე 10 ათასი ლარი იყო ჩვენი შემოსავალი, ეს ყველაზე ნაკლები, ხარჯის გარდა“, – ამბობს ოჯახის დიასახლისი 72 წლის ციალა ახალაია.

 

ოჯახს ვარდების 4 სათბური აქვს, ერთი დიდი სათბური დახურულია, სამიც ღია გრუნტზე.

 

„ვარდები სხვადასხვა ფერებია: ჰოლანდიურიც გვაქვს და სომხური ჯიშისაც. ფერები გვაქვს წითლები, ბორდოსფერი, თეთრები და „მარკოვკისფერი“, სულ ოთხნაირი ფერია.

 

სახლში ვინ მოვა მათ წასაღებად, ვურეკავ ყველას, მაგრამ ზოგიერთს ეზარება მოსვლა.

 

დასაფლავება არ არის, ვინ უნდა წაიღოს ეს ყვავილები, როგორ უნდა გავასაღო?“, –  შემოგვჩივლა ოჯახის დიასახლისმა.

Tea Shonia-ს ფოტო.

ოჯახის რძალი, სამი შვილის დედა მაკა კოდუა ვარდებს სოციალური ქსელის და ნაცნობების საშუალებით ყიდის.

 

„ესენი არის ხელით გამოყვანილი ქართული ჯიშის ვარდები, რომელიც ტრადიიცისამებრ მამათილს და დედამთილს წლებია გამოჰყავთ. მოაშენეს, უვლიან და მთავარია, რომ ეს ჯიშები არ გადაშენდება.

 

ამ ეტაპზე, მეც ვეხმარები ოჯახს სოციალური ქსელის მეშვეობით, რომ რეალიზებაში შევუწყო ხელი. ვარდების კრეფის აქტიური ფაზა დაწყებულია. სამჯერ იკრიფება.

 

ყოველდღიურად 1000 ცალი დილა-საღამოს არის გადასაკრეფი.

Tea Shonia-ს ფოტო.

 

პანმდემიამდე, ვარდებს სხვადსხვა რაიონებში ვყიდდით. რაც გზები დაიკეტა, გადაადგილება შეუძლებელია. დაკეტილია მცირე და დიდი სავაჭრო ობიექტები.

 

ყვავილები გვილპება და გვიწევს გადაყრა. ძალიან დიდი ძარალი გვაქვს.“,-აცხადებს მცირე მეწარმე.

 

ვარდების გარდა, ახალაიებს ოჯახში ღია გრუნტზე სოიო, ტუიას ჯიშის მარადმწვანე ხეები და მინდვრის სხვადასხვა ჯიშის სეზონური ყვავილები მოჰყავთ.

 

იმ შემთხვევაში, თუ ოჯახი წელს ვარდების რეალიზაციას სრულად ვერ მოახერხებს, ისინი გაისად სხვადასხვა პროექტებში მონაწილეობისა და უცხოური ორგანიზაციებიდან გრანტების მიღებას შეეცდებიან.

 

ავტორი: თეა შონია

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

X