
საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ხვალიდან სოციალური ღონისძიებების ჩატარება მათ შორის ქორწილები და ქელეხები ღია სივრცეშიც აიკრძალება. ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა.
„ფაქტობრივად ვუბრინდებით იმ შეზღუდვებს, რომელიც აქამდე არსებობდა. იგულისხმება ქორწილები, ქელეხები, იუბილეები. მოგეხსენებათ ეს შეზღუდვა დახურულ სივრცეებში უკვე მოქმედებს, თუმცა ხვალიდან ეს გავრცელდება ღია სივრცეებზეც“, – განაცხადა მეზვრიშვილმა.
ასევე, დღევანდელი სხდომის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ კინოთეატრები და თეატრების გახსნა ერთვი თვით გადაიდო.