11:41 | 2020-04-15 ავტორი: Prime Time

ქობულეთის კლასტერს 4 დაინფიცირებული დაემატა, მათ შორისა დედა-შვილი

ქობულეთის კლასტერს 4 დაინფიცირებული დაემატა, მათ შორისა დედა-შვილი

აჭარაში კორონავირუსის 4 დადასტურებული შემთხვევა დაფიქსირდა, რომლებიც ქობულეთის კლასტერიდანაა.

 

ოთხივე ინფიცირებული ქობულეთიდან არის. მათ შორის, ერთი არასრულწლოვანი და მისი დედაა. ისინი ქუთაისის კლინიკაში გადაიყვანეს.

 

კორონავირუსზე 15 საეჭვო შემთხვევაა ლუგარის ლაბორატორიაშია გადაგზავნილი. მათი განმეორებითი ანალიზის პასუხები დღეს გახდება ცნობილი.

 

საქართველოში კორონავირუსის შემთხვევა 306-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ გვერდზეა განთავსებული.

 

ბოლო მონაცემებით: სულ გამოჯანმრთელებულია 69 ადამიანი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

0
კომენატარი - +

მსგავსი სიახლეები

X