fbpx
15:50 | 2020-10-09 ავტორი: Prime Time

ქობულეთში „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენელს კორონავირუსი დაუდგინდა – ვისთან ჰქონდა კონტაქტი?

ქობულეთში „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენელს კორონავირუსი დაუდგინდა – ვისთან ჰქონდა კონტაქტი?

ქობულეთში, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელს, მერაბ ცინცაბაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაცია ცინცაბაძემ „პრაიმტაიმს“ დაუდასტურა.

 

მან უარყო, რომ ბოლო დღეებში შტაბის თითქმის ყველა წევრთან აქტიური კონტაქტი და კომუნიკაცია ჰქონდა.

 

„გუშინ ჩავიტარე ტესტი და დღეს დილით მითხრეს, რომ კოვიდი გაქვსო. ცოცხალი ვარ და არამიშავს. ბოლო 10 დღის განმავლობაში შეხება არ მქონია შტაბთან და არც წინასაარჩევნო შეხვედრებში ვიყავი ჩართული, რადგან წავიქეცი და დაჟეჟილი ვარ.

 

– თუ ბოლო 10 დღე სახლიდან არ გასულხართ, სად დაინფიცირდით? 

 

– არ ვიცი, ალბათ მანამდე მოხდა. ოჯახის წევრებს რაც შეეხება, მათ ტესტი არ ჩატარებიათ, რადგან არანაირი ჩივილები არ აქვთ.

 

– ტესტის ჩატარება, რატომ გადაწყვიტეთ?

 

– სახლში რომ ვიყავი ორპირი იყო, სურდო და ხველება დამეწყო, ამიტომ მივმართე ექიმს, რომელმაც ტესტის გაკეთება მირჩია. ჩავედი ბათუმში, გამიკეთეს ტესტი და დადებითი აღმოჩნდა.

 

ცნობისთვის: რამდნიმე დღის წინ კორონავირუსი დაუდასტურდა აჭარაში ენმ-ს საარჩევნო შტაბის ერთ-ერთ ხელმძღვანელს, ლევან ანთიძეს და ასევე ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ლევან ვარშალომიძის მამას, გურამ ვარშალომიძეს.

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X