fbpx
18:05 | 2021-01-18 ავტორი: Prime Time

ქობულეთში კორონავირუსით 35 წლის ქალი გარდაიცვალა

ქობულეთში კორონავირუსით 35 წლის ქალი გარდაიცვალა

ქობულეთში კორონავირუსით 35 წლის ქალი გარდაიცვალა. ის მკურნალობის კურსს თბილისში ბოკერიას სახელობის ჰოსპიტალში გადიოდა.

 

როგორც “პრაიმტაიმისთვის” გახდა ცნობილი, თეა მგელაძემ კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით ქობულეთის კლინიკას მიმართა. თუმცა, ტესტის პასუხი უარყოფითი იყო.

 

ვინ არის ყველაზე მდიდარი ქალი ქართულ პოლიტიკაში - 160 ფერწერული ტილო და მრავალმილიონიანი სახლი ლონდონში
2021-01-18ვინ არის ყველაზე მდიდარი ქალი ქართულ პოლიტიკაში - 160 ფერწერული ტილო და მრავალმილიონიანი სახლი ლონდონში

 

რამდენიმე დღის შემდეგ, ჯანმრთელობის მდგომარეობის გართულების გამო, ბათუმში ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანეს. განმეორებითი ტესტირებისას ის კოვიდდადებითი აღმოჩნდა და ჯანმრთელობის მდგომარეობის უკიდურესად დამძიმების გამო, სავალდებულო გახდა მისი თბილისში რეფერირება, სადაც პაციენტი მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა და დღეს გარდაიცვალა.

 

ოჯახი ამ ეტაპზე მედიასთან კომენტარს არ აკეთებს.

ავტორი: Prime Time
X