fbpx
19:26 | 2020-11-14 ავტორი: Prime Time

ვინ არის ქობულეთში დღეს მოკლული ახალგაზრდა მამაკაცი

ვინ არის ქობულეთში დღეს მოკლული ახალგაზრდა მამაკაცი

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხალაში მკვლელობა მოხდა. „პრაიმტაიმის ” ინფორმაციით, გარდაცვლილი 30 წლის დათო შარაშიძეა და ის სანადირო თოფით მოკლეს.

 

გავრცელებული ინფორმაციით დაპირისპირება თანასოფლელებს შორის მოხდა და მასში რამდენიმე პირი მონაწილეობდა. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები და სამართალდამცავები მუშაობენ. შს სამინისტრომ გამოძიება 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X