11:42 | 2020-04-11 ავტორი: სალომე ნეფარიძე

ქობულეთი და რამდენიმე სოფელი იკვეთება მაღალი რისკის ზონად – აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე

ქობულეთი და რამდენიმე სოფელი იკვეთება მაღალი რისკის ზონად – აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე

„44 ნიმუში იქნა შესული ლაბორატორიული ტესტირებისათვის და მათგან 5 არის საყურადღებო, რომელთა შესახებაც დღის განმავლობაში გვექნება დადასტურებული პასუხი, შესაძლოა ინფიცირებულთა რიცხვი 5-ით გაიზარდოს“, – ამის შესახებ აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, ნინო ნიჟარაძემ განაცხადა.

 

მისივე თქმით, რამდენიმე სოფელი და ქალაქი ქობულეთი იკვეთება მაღალი რისკის ზონად სადაც ყველა შესაძლო კონტაქტი არის მოძიებული და მათზე მეთვალყურეობა არის დამყარებული.

 

„რაც შეეხება ქობულეთის კლასტერს კონტაქტების რაოდენობა ამ ეტაპზე გაზრდილი არ არის, თუმცა დარჩენილი და მეთვალყურეობაზე მყოფი კონტაქტებიდან 44 ნიმუში იქნა შესული ლაბორატორიული ტესტირებისათვის და მათგან 5 არის საყურადღებო, რომელთა შესახებაც დღის განმავლობაში გვექნება დადასტურებული პასუხი, შესაძლოა ინფიცირებულთა რიცხვი 5-ით გაიზარდოს. ზოგადად რაც შეეხება მდგომარეობას, რამდენიმე სოფელი და ქალაქი ქობულეთი იკვეთება მაღალი რისკის ზონად, სადაც ყველა შესაძლო კონტაქტი არის მოძიებული და მათზე მეთვალყურეობა არის დამყარებული“, – განაცხადა ნინო ნიჟარაძემ.

 

ბოლო მონაცემებითქვეყანაში კორონავირუსის 236 დადასტურებული შემთხვევაა, აქედან 3 უცხოეთიდან ჩამოყვანილი საქართველოს მოქალაქეა

 

გამოჯანმრთელდა 54 ადამიანი. კორონავირუსის შედაგად გარდაცვლილია 3 ადამიანი.

 

ქვეყანაში მოქმედებს საგანგებო რეჟიმი. საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ამოქმედდა კომენდანტის საათი.

 

დაიხაურა ყველა სავაჭრო ობიექტი, გარდა სურსათის მაღაზიებისა. დაკატილია აგრარული ბაზრები.

 

აკრძალულია ერთ სივრცეში 3-ზე მეტი ადამიანის თავშეყრა, გარდა აფთიაქებისა.

 

საჯარო და კერძო სამსახურები გადავიდნენ დისტანციურ მუშაობაზე. შეჩერდა მუნიცილაური ტრანსპორტის მოძრაობა.

 

აკრძალვები შეეხო ეკლესიასაც. რის გამოც საქართველოს პატრიარქმა განაჩინა, რომ წირვა-ლოცვა ჩატარდეს ღია ცის ქვეშ.

 

განჩინების მიხედვით, რეკომენდებულია, მრევლი იყოს ეკლესიის ეზოში, ანუ ღია სივრცეში და ასე მიიღოს ლოცვითი მონაწილეობა წმიდა მსახურებაში;

 

მცირე ზომის ტაძრებში დასაშვებია ასევე, წირვა-ლოცვა აღსრულდეს ღია ცის ქვეშ დროებით მოწყობილ ტრაპეზზე;

 

ასევე, იკრძალება ავტომობილით 3-ზე მეტი ადამიანის გადაადგილება.

 

ქვეყანაში საგანგებო რეჟიმის გამოცხადების ფარგლებში, ქორწილებისა და ქელეხების გადახდა აიკრძალა

 

საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეები სამშობლოში სპეცრეისებით ჩამოჰყავთ. ისინი 14-დღიანი საკარანტინო პერიოდს სპეციალურ სივრცეებში გადიან.

 

კარანტინის წესის დამრღვევი ფიზიკური პირები 3 000 ლარით, იურიდიული პირები კი 15 000 ლარით დაჯარიმდებიან.

ავტორი: სალომე ნეფარიძე

0
კომენტარი - +

X