fbpx
17:41 | 2020-09-22 ავტორი: მარი ჯაფარიძე

ქმრის ღალატის გამო შექმნილი მოდის იმპერია

ქმრის ღალატის გამო შექმნილი მოდის იმპერია

მას ანა მაგდალენა ლემინგერი ერქვა და ადრეული ბავშვობიდან ზუსტად იცოდა, რომ არასდროს დაემსგავსებოდა დედას და არ იქნებოდა მასავით უსიტყვო, მშვიდი, მორჩილი, რომელმაც მთელი ცხოვრება მიუძღვნა ოჯახს, ცხოვრობდა ქმრისა და სამი შვილისთვის და არ ახსოვდა საკუთარი სურვილები და საჭიროებები.

 

ახალგაზრდა ანაში ამგვარი თავგანწირვა პროტესტს იწვევდა. უყვარდა დედა, მაგრამ ამის მიუხედავად, მამა გაცილებით თბილ გრძნობებს უჩენდა. მას მხოლოდ პატივს კი არ სცემდა და უყვარდა, ნამდვილი „მამას გოგონა“ იყო.

 

მისი ზრდასრული და დამოუკიდებელი ცხოვრების დასაწყისი ძალიან ჰგავდა დედის ცხოვრებას, მაგრამ რა ექნა, თუ იმ დროს ქალებს დიდი არჩევანი არ ჰქონდათ? მონასტრის სკოლა და შემდეგ ერთწლიანი კომერციული კურსები იყო ის, რა განათლების მიღებაც ანას შეეძლო. გოგონამ ადგილობრივ ელექტროსადგურში მოლარედ მუშაობა დაიწყო.

 

ერთ დღეს ელექტროენერგიის გადასახადის ქვითარი ლამაზმა ახალგაზრდამ მოიტანა. როგორც აღმოჩნდა, ის ფრანც ბურდა იყო, რომელსაც პატარა სტამბა ჰქონდა. საკმაოდ მოწესრიგებულმა გოგონამ მისი გული მოიგო… 1931 წლის ზაფხულში ანა მას ცოლად გაჰყვა.

 

Энне Магдалена Леммингер и Франц Бурда

 

20 წლისა ჩაეფლო ქვაბებსა და ბავშვის საფენებში, გახდა სამაგალითო ცოლი და დედა. მან სამი შვილი გააჩინა.

 

ფრანცმა მან ვერ დააფასა ცოლის ძალისხმევა, გაიჩინა საყვარელი და ფაქტობრივად, მეორე ოჯახი შექმნა, რითაც ყველაფერი დაკარგა.

 

ამბავი ბანალურად მოხდა: მას ურთიერთობა ჰქონდა საკუთარ მდივანთან და რომანი ძალიან ხანგრძლივი გამოვიდა. ქალმა შვილიც კი გააჩინა. დიდი ხნის განმავლობაში მათი კავშირი დაფარული იყო, მაგრამ ერთ დღეს ანამ ყველაფერი შეიტყო.

 

БурдаБурда

 

ძნელია ახალი ცხოვრების დაწყება, როდესაც ორმოცს გადაცილებული ხარ, მაგრამ მან ეს შეძლო. უპირველეს ყოვლისა, დაიქირავა კარგი იურისტები და ყოფილ ქმარს წაართვა ჟურნალი და სტამბა, რომელიც ფრანცმა საყვარელს აჩუქა. ჟურნალი ფაქტობრივად თავის ბოლო დღეებს ითვლიდა – ანასთვის სარგებელი არ მოუტანია, მაგრამ მან თქვა: „მე მინდა!“

 

როგორც ჩანს, ქმრის ღალატის მიმართ უკმაყოფილება და რისხვა ძალიან ძლიერი აღმოჩნდა. მისი ცხოვრება ძალიან დაესგავსა დედის მოსაწყენ ცხოვრებას.

 

ანამ კერვა არ იცოდა და მანამდე არც ჟურნალის გამოცემა უცდია, მაგრამ კარგად ჰქონდა გააზრებული, რა სურდა: გამხდარიყო წარმატებული, დამოუკიდებელი და ქალებს დახმარებოდა, ლამაზები და მოდურები გამხდარიყვნენ.

 

ანა თავით გადაეშვა ახალ საქმეში. თავად ეძებდა მკერავებს და აკონტროლებდა მათ მუშაობას. დაიქირავა ფოტოგრაფები, აარჩია საუკეთესო მოდელები და გადაიღო საუკეთესო კადრები. მოიფიქრა მოდის ჟურნალის დიზაინი, გაიცნო კუტურიე, სწავლობდა საგამომცემლო საქმეს.

 

Бурда

 

ტიტანური ძალისხმევა შედეგიანი აღმოჩნდა. 1950 წელს გამოქვეყნებული Burda moden-ის პირველი ნომერი მყისიერად გაიყიდა! გერმანელები აფასებდნენ ახალ პროდუქტს: ახლა მათ შეეძლოთ ლამაზად ჩაცმა დიდი ხარჯების გარეშე, მაღალი ხარისხის თარგებით.

 

წარმატებით ფრთაშესხმული ანა თავს სხვანაირად გრძნობდა. არა როგორც მოტყუებული და უბედური ცოლი, არამედ – როგორც საქმიანი ქალი, წარმატებული მეწარმე. ქმარს ღალატი აპატია და ნება დართო, ოჯახში დარჩენილიყო, ერტი პირობით: მის საყვარელსა და შვილს ქალაქი უნდა დაეტოვებინათ.

 

თუმცა, მისთვის ეს არ იყო მთავარი. ანა მთლიანად შეიპყრო ახალმა, საინტერესო და მომგებიანმა ბიზნესმა. ის დაუღალავად განაგრძობდა მუშაობას და ხშირად დასვენებაც კი ავიწყდებოდა. თუ ჰორიზონტზე რაიმე მსგავსი გამოცემა გამოჩნდებოდა, მაშინვე შეისყიდიდა, რომ მისი უნიკალურობა არ დარღვეულიყო.

 

რთული იყო? დიახ, მაგრამ ენი, როგორც ჩანს, მთელი ცხოვრება ქვეცნობიერად ოცნებობდა სწორედ ასეთ რამეზე. საჭირო იყო, სადმე დახარჯულიყო მისი ენერგია და მიზანდასახულობა!

 

ანა ბურდას დიდხანს ეჭირა ძალაუფლების სადავეებს ხელში და 90-იან წლებამდე რჩებოდა თავისი ჟურნალის მთავარ რედაქტორად. შემდეგ მოხუცმა, მაგრამ ძალიან ელეგანტურმა ფრაუმ საბოლოოდ გადაწყვიტა დასვენება და დაიწყო მოგზაურობა. ყველა ქვეყანაში   დედოფლად აღიარებდნენ და ყველგას გულს იპყრობდა სტილის შეგრძნებით.

 

Бурда

 

ანამ დიდხანს იცოცხლა, გარდაიცვალა 96 წლისა. დღეს კი მისი მაგალითი შთააგონებს ქალებს, რომ წარმატების მიღწევა ნებისმიერს შეუძლია – ეს ფრაუ ანამ დაადასტურა.

ავტორი: მარი ჯაფარიძე

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X