fbpx
11:57 | 2020-06-08 ავტორი: ეკატერინე ზარნაძე

ქმნის ახალ პარტიას თუ მიდის პოლიტიკიდან?! – ნარჩემაშვილი სამომავლო გეგმებზე

ქმნის ახალ პარტიას თუ მიდის პოლიტიკიდან?! – ნარჩემაშვილი სამომავლო გეგმებზე

რამდენიმე დღის წინ “პრაიმტაიმისთვის” ექსკლუზიურად ცნობილი გახდა, რომ პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი კობა ნარჩემაშვილი, რომელიც დამოუკიდებელი დეპუტატების ახლად შექმნილ პარტიას არ შეუერთდა, დროებით პოლიტიკიდან წასვლას აპირებს.

 

ნარჩემაშვილმა აღნიშნული ინფორმაცია სააგენტოსთან არ დაადასტურა და მეტიც, სამომავლოდ ახალი პარტიის შექმნა არ გამორიცხა.

 

როგორც ნარჩემაშივილი სააგენტოსთან აცხადებს, კონკრეტულ პარტიასთან აფილირება ან ახალი პარტიის შექმნა, მისთვის „მომავლის საკითხია“.

 

Exclusive: ხუთი დეპუტატი ახალ პარტიას ქმნის
2020-06-05Exclusive: ხუთი დეპუტატი ახალ პარტიას ქმნის

 

კობა ნარჩემაშვილი: ამ ეტაპზე, ჩემი მომავალი პარტიულ საქმიანობას არ უკავშირდება, ამიტომ არ ვარ ახალ პარტიაში. მივიღებ თუ არა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას, ჯერჯერობით, გადაწყვეტილი არ მაქვს, რადგან არჩევნებში, შესაძლოა, დამოუკიდებლად მივიღო მონაწილეობა და შესაძლოა – პარტიულად.

 

ყოველ შემთხვევაში, მე ვარ მათი (გულისხმობს დამოუკიდებელ დეპუტატებს) მეგობარი, მაგრამ ამ ეტაპზე, ჩემი და მათი პოლიტიკური გეგმები სხვადასხვაა.

 

– ბატონო კობა, გედევან ფოფხაძემ „პრაიმტაიმთან“ განაცხადა, რომ თქვენ „პოლიტიკური გეგმები აღარ გაქვთ“. აპირებთ თუ არა პოლიტიკიდან წასვლას?

 

– დამოუკიდებელი დეპუტატების პარტიაში არგაწევრიანება, პოლიტიკიდან წასვას არ ნიშნავს.

 

– შექმნით თუ არა ახალ პარტიას?

 

– საქართველოში არსებული პოლიტიოკური პროცესი საკმაოდ სირთულით ხასიათდება, აქედან გამომდინარე, ძალიან ბევრი რამე უნდა არსებობდეს ერთროულად იმისთვის, რომ ან ვინმესთან ვითანამშრომლო ან დამოუკიდებელი პოლიტიკური ძალა შევქმნა, ეს გადაწყვეტილება მომავლის საკითხია.

 

შეიძლება ახალი ძალა შეიქმნას, რომელთანაც ვითანამშრომლებ. შეიძლება, არც არავისთან ვითანამშრომლო და დამოუკიდებლად მივიღო გადაწყვეტილება.

 

ყველაფერი უნდა გადაწყდეს იმის მერე, შევა თუ არა საკონსტიტუციო ცვლილებები ძალაში. ამის მერე იქნება მიღებული გადაწყვეტილება.

 

კოსულტაციები არც ერთ პარტიასთან, მათ შორის, არც “ლელოსთან” მქონია.

 

ავტორი: ეკატერინე ზარნაძე

 

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: ეკატერინე ზარნაძე

0
კომენტარი - +

X