17:30 | 2021-09-15 ავტორი: სალომე ნეფარიძე

„ქილერის აყვანა და ვინმეს გაგორება“ – კობახიძის თქმით, „ნაცმოძრაობის“ შიდა ჩათში ამ ვერსიას განიხილავდნენ

„ქილერის აყვანა და ვინმეს გაგორება“ – კობახიძის თქმით, „ნაცმოძრაობის“ შიდა ჩათში ამ ვერსიას განიხილავდნენ

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებმა სირცხვილიას წარმომადგენელს ქილერის აყვანის „იდეის დატესტვა“ სთხოვეს.

 

აპირებდა თუ არა ილია II გადადგომას? - მეუფე ნიკოლოზმა დეტალები გაასაჯაროვა
2021-09-15აპირებდა თუ არა ილია II გადადგომას? - მეუფე ნიკოლოზმა დეტალები გაასაჯაროვა

 

„განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს საუბრები მძიმე პროვოკაციაზე, რომელიც რადიკალურ ოპოზიციაში სულ უფრო აქტიურად წარიმატრთება. “საჭიროა მსხვერპლი, გვჭირდება ლექსო ლაშქარავა კვადრატში“ – ეს არის ფრაზები ნაციონალური მოძრაობისა და მისი ახალგაზრდული ფრთის, მათ შორის, სირცხვილიას წევრების საუბრებიდან და ჩატებიდან, რის შესახებაც ინფორმაცია ყოველდღიურად ჟონავს ნაციონალური მოძრაობის ოფისებოდან.

 

გვაქვს ინფორმაცია, რომ შედგა საუბარი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებს შორის იმის შესახებ, რომ პარტიისა და პარტიული ტელევიზიების შენახვა ყოველწლიურად ათეულობით მილიონი ლარი უჯდებათ, როცა „ამის მეათედ თანხად შეიძლება ქილერის აყვანა და მათიანის გაგორება“ ეს არის ციტატა.

 

ასევე, სირცხვილიას ერთ-ერთ წარმომადგენელს ნაციონალური მოძრაობის ლიდერებმა რამდენიმე ჩატში ამ იდეის დატესტვა სთხოვეს“, – ამბობს ირაკლი კობახიძე ბრიფინგზე.

 

ასევე დაგაინტერესებთ: 

 

 

 

 

 

 

ავტორი: სალომე ნეფარიძე

X

error: Content is protected !!