fbpx
11:26 | 2020-10-07 ავტორი: Prime Time

ქეთი ხუციშვილის პირადი ტრაგედია – მისი 24 წლის და საკუთარ ნიშნობაზე გარდაიცვალა

ქეთი ხუციშვილის პირადი ტრაგედია – მისი 24 წლის და საკუთარ ნიშნობაზე გარდაიცვალა

კომედი შოუს მოქმედმა და „ჩემი ცოლის დაქალების“ ყოფილმა მსახიობმა, ქეთი ხუციშვილმა პირად ტრაგედიაზე რამდენიმე ხნის წინ „რუსთავი2“-ის ეთერში ისაუბრა.

 

„2008 წლის ორ იანვარს ჩემი და ავტოკატასტროფაში გარდაიცვალა, ის 24 წლის ძალიან ლამაზი გოგონა იყო.

 

იმ დღეს, როცა ეს ავარია მოხდა, მას ნიშნობა ჰქონდა. სიღნაღში მიდიონდნენ, მაგრამ სამწუხაროდ, დანიშნულების ადგილამდე ვერ მივიდნენ, ეს ტრაგედია გზაში მოხდა.

 

მისი მეუღლე გადარჩა. ძალიან რთული გადასატანი იყო, მაგრამ მთელმა ჩემმა ოჯახმა ერთმანეთის გვერდში დგომით როგორღაც გადავლახეთ“.

 

„მაშინ ჯერ კიდევ გათხოვილი ვიყავი, როდესაც ჩემთან მოვიდა და მითხრა, რომ შენში სულ სხვა რაღაცას ვხედავო, ხელოვნებაზე მიმანიშნა. მაშინ ამას ვერ ვხვდებოდი, მაგრამ მერე გამახსენდა. ვიცი, რომ მიყურებს, ამას ვგრძნობ და ნამდვილად ვიცი, ის ჩემს გვერდითაა“, – ამბობს ქეთი ხუციშვილი.

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X