11:42 | 2020-09-19 ავტორი: სალომე ნეფარიძე

ქავთარაშვილის სახლის დაცხრილვის დროს, ჩემი შვილი სახლში ლოცულობდა – რას ამბობს დაკავებული შმაგი მუთოშვილის ოჯახი 

ქავთარაშვილის სახლის დაცხრილვის დროს, ჩემი შვილი სახლში ლოცულობდა – რას ამბობს დაკავებული შმაგი მუთოშვილის ოჯახი 

პანკისში დაკავებული შმაგი მუთოშვილის ოჯახი, გამოძიების ვერსიას არ ეთანხმება და ამის შემდეგ, დაპირისპირებულ გვართან შერიგებას გამორიცხავს.

 

პანკისში დაკავებული შმაგი მუთოშვილის მშობლები მიიჩნევენ, რომ მათ შვილს, დაპირისპირებული გვარის წარმომადგენლის, მურად ქავთარაშვილის სახლის დაცხრილვასთან კავშირი არ აქვს და შმაგის დაკავებით, გვარების შერიგება უკვე გამორიცხულია.

 

მამა, რამაზ მუთოშვილი, ამტკიცებს, რომ ქავთარაშვილის სახლის დაცხრილვის დროს, შმაგი სახლში ლოცულობდა.

 

„სახლში იყო, ლოცულობდა. ჩვენ არც გაგვიგია, რა მოხდა. უშიშროების ინტერესშია მაგისი დაკავება. ამის შემდეგ, ჩვენი შერიგება, გამორიცხულია“, – განაცხადა რამაზ ქავთარაშვილმა.

 

შმაგი მუთოშვილის დედა ამბობს, რომ მის შვილს, მურად ქავთარაშვილის მოკვლა, სხვა გარემოებებში შეეძლო და სახლის დაცხრილვასთან კავშირი არ აქვს.

 

„მურადმა შემოგვითვალა, მოვალ და ჩაგბარდებითო. ასე რომ გვდომებოდა, შეხვდებოდა სადმე და მოკლავდა. სახლში რატომ მივიდოდა. იარაღი, რომელიც ჩვენი სახლიდან ამოიღეს, დაულუქავი წაიღეს. ჰესის ინტერესებია, აქ. 30 ადამიანი იყო ჩემი შვილი რომ მოკლეს და მხოლოდ ორი დასაჯეს. ეს არის სამართალი?“, – განაცხადა თამარ მუთოშვილმა.

 

ოჯახი დაკავებულის განთავისუფლებას ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში, საპროტესტო აქციებით იმუქრება.

 

შეგახსენებთ, პანკისის ხეობაში მოკლული, ვისური მუთოშვილის ძმა, შმაგი მუთოშვილი, პოლიციამ მურად ქავთარაშვილის სახლის დაცხრილვისა და იარაღის უკანონო ტარებისთვის დააკავა.

 

გამოძიება საქმეზე, სისხლის სამართლის კოდექსის 19, 109-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს.

 

ავტორი: ხათუნა გულიაშვილი

 

„ჯოჯოხეთური ტკივილები მაქვს, მოძებნა კორონამ სუსტი წერტილი“- ვიკა ბუკია
2020-09-19„ჯოჯოხეთური ტკივილები მაქვს, მოძებნა კორონამ სუსტი წერტილი“- ვიკა ბუკია
ავტორი: სალომე ნეფარიძე

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები