15:48 | 2021-09-16 ავტორი: თამარ გონგაძე

“ქათამი ნესვში” – კერძი, რომლის რეცეპტიც გია დავითიანმა ცოლს მოპარა

“ქათამი ნესვში” – კერძი, რომლის რეცეპტიც გია დავითიანმა ცოლს მოპარა

გია დავითიანის აგარაკზე, ბროწეულაში სტუმრობა, მომღერლის მეგობრებს ძალიან უყვართ. ახლა უკვე, იქ ქეიფის მოყვარულებს, გიას ახლადშერთული ცოლის, ეკა არჩვაძის სამეგობროც შეუერთდა.

 

ცოლ-ქმარი სტუმრებს გემრიელი კერძებით მასპინძლობს. მენიუ სეზონური კერძებითაა “დაკომპლექტებული”. ტყემლების მწიფობისას, გია ტყემალში ჩაქაფული დეკეულით ხვდება მეგობრებს, ახლა კი, დავითიანის სუფრაზე, ხილით შეზავებული ხორცეული “იწონებს” თავს.

 

ეკა ამბობს, რომ გიას გვერდით ცხოვრება ფუფუნებაა. მუდმივად აოცებს სიურპრიზებით. თუმცა დასძენს, რომ მომღერალი მაინც ტრადიციული სამზარეულოს მოტრფიალეა.

 

როგორც “პოსტ ალიონის” ეთერში ჩართვისას მოჰყვა, კერძი “ქათამი ნესვში” ცოლისგან ისწავლა.

 

2021-09-09"ეკუნას პირველი დაბადების დღეა ჩემთან ერთად, მაგრამ მე დღეს სიმღერა არ შემიძლია..." - რატომ ვერ უმღერის ახლადშერთულ ცოლს გია დავითიანი

 

ექიმი ეკა არჩვაძე ამ კერძს ასე ამზადებს: წვავთ ქათმის ფილეს, მის ცხიმში თუშავთ სხვადასხვა ფერის ბულგარულ წიწაკას ხახვთან ერთად. მასას ათავსებთ გულამოღებულ ნესვში, ზემოდან აჭრით ანანასს, ნესვს, ასხამთ სოიოს სოუსსა და ტკბილ-მწარე ჩილის, აფარებთ ფოლგას და ათავსებთ აერღუმელში 15 წუთით.

 

გია დავითიანი: – ეს კერძი, ჩვენს სამეგობროში, ისეთი პოპულარობით სარგებლობს, რომ მეგობრები სულ ითხოვენ, როდის აკეთებთ “ქათამს ნესვში”, რომ ამოვიდეთო.

 

ხილი აქვს, სასარგებლოა, უცხიმოა, ჯანსაღი და თანაც – გემრიელია. მომეწონა და ამიტომ ეკას ამ კერძის რეცეპტი “მოვპარე”.

 

ამასწინათ ბატკანი შევდგით ღუმელში, დიდი კარტოფილებით. უგემრიელეს იყო. ასე ვფუსფუსებთ სამზარეულოში.

 

 

ავტორი: თამარ გონგაძე

X

error: Content is protected !!