10:53 | 2021-09-11 ავტორი: სალომე ნეფარიძე

ქართველმა ქალმა შეიხის სახლში 2 მილიონ 600 ათასი $ და 4 კილო ოქრო მოიპარა – ის ოჯახში დამხმარედ მუშაობდა

ქართველმა ქალმა შეიხის სახლში 2 მილიონ 600 ათასი $ და 4 კილო ოქრო მოიპარა – ის ოჯახში დამხმარედ მუშაობდა

ქართველმა ქალმა, რომელიც ერაყში შეიხის სახლში დამხმარედ მუშაობდა 2 მილიონ 600 ათასი დოლარი და 4 კილო ოქრო მოიპარა.

 

პოლიციამ ნაქურდალი ამოიღო, თუმცა ქალის დაკავება ვერ მოახერხა, რადგან მან ქვეყანა დატოვა.

 

ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს. 

 

მათივე ცნობით, ქალმა, რომელიც საქართველოს მოქალაქეა ძარცვა 3 სექტემბერს, სამ თანამზრახველთან ერთად დაგეგმა.

 

სამდღიანი საგამოძიებო სამუშაოების შემდეგ პოლიციამ დაადგინა, რომ ქალმა თავი თურქეთს შეაფარა თან კი 20 000 ათასი აშშ დოლარი წაიღო.

 

 

 

ავტორი: სალომე ნეფარიძე

X

error: Content is protected !!