19:58 | 2020-10-20 ავტორი: Prime Time

ქართველი სპორტსმენების პარტიული არჩევანი – ვინ სად აგრძელებს პოლიტიკურ კარიერას

ქართველი სპორტსმენების პარტიული არჩევანი – ვინ სად აგრძელებს პოლიტიკურ კარიერას

საქართველოს პარლამენტში უკვე სპორტსმენებიც რომ მრავლად არიან, საზოგადეობისთვის ეს გასაკვირი აღარ არის. მომდევნო, მე-10 მოწვევის პარლამენტშიც პოლიტიკურმა პარტიებმა საარჩევნო სიაში არაერთი სპორტსმენი შეიყვანეს. მათ შორის რაოდენობით „ქართული ოცნება“ ჭარბობს. მმართველი პარტიიდან, მომდევნო მოწვევის პარლამენტში მოსახვედრად 5 უკვე ყოფილი სპორტსმენი იბრძოლებს.

 

ვიქტორ სანიკიძე – „ქართული ოცნება“ (კალათბურთელი)

 

No description available.

 

ვიქტორ სანიკიძე ქართული კალათბურთის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშეა. მან როგორც სანაკრებო, ისე საკლუბო დონეზე არაერთ წარმატებას მიაღწია. „მფრინავ ვიქტორად“ წოდებული სანიკიძის გარეშე საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები ფაქტობრივად წარმოუდგენელი იყო. 2 წლის წინ მან პროფესიონალი კალათბურთელის კარიერა დაასრულა, 34 წლის ასაკში კი პოლიტიკაში წასვლა გადაწყვიტა. სანიკიძე მოახლოებულ არჩევნებში პარლამენტის დეპუტატობისთვის იბრძოლებს. „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიაში ის 13 ნომერი იქნება. საგულისხმოა, რომ სანიკიძე საქართველოს ნაკრებშიც 13 ნომერით ასპარეზობდა.

 

დავით კაჭარავა – „ქართული ოცნება“ (მორაგბე)

 

https://www.photojoiner.net/image/xUVGujZN

 

ქართული სპორტის ყველა გულშემატკივარს დავით კაჭარავას სახელი ერთხელ მაინც ექნება გაგონილი. 35 წლის ვეტერანი მორაგბე საქართველოს მორაგბეთა ნაკრების ისტორიაში, ერთ-ერთი საუკეთესო მექულეა. ასევე, ნაკრებში მან 122 შეხვედრა, რას ისტორიაში ერთ-ერთი უმაღლესი მაჩვენებელია. მორაგბის კარიერა კაჭარავამ ზაფხულის მიწურულს დაასრულა, რამდენიმე დღეში კი „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიაში მოგვევლინა. ის პარტიის პროპორციულ სიაში მე-16 ნომერი იქნება.

 

მიხეილ ყაველაშვილი – „ქართული ოცნება“ (ფეხბურთელი)

 

https://www.photojoiner.net/image/pdrxRg6m

 

ვეტერანი ფეხბურთელი სხვადასხვა დროის განმავლობაში საქართველოს, რუსეთის, ინგლისის და შვეიცარიის ჩემპიონატებში თამაშობდა.

 

2016 წელს „ქართული ოცნების“ სახელით ფეხბურთელი მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი გახდა და სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა დაიკავა. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში ყაველაშვილი ნაძალადევის მაჟორიტარულ ოლქში იყრის კენჭს და ამ გზით ეცდება მომდევნო მოწვევის პარლამენტში მოხვედრას.

 

ლევან კობიაშვილი – „ქართული ოცნება“ (ფეხბურთელი)

 

https://www.photojoiner.net/image/X4NGlH8y

 

ლევან კობიაშვილი საქართველოს ნაკრებში ჩატარებული თამაშებით რეკორდსმენია. ვეტერანმა ფეხბურთელმა ეროვნულ გუნდში ყველაზე მეტი, 100 თამაში ითამაშა. კარიერის დიდი ნაწილი მან გერმანიის ბუნდესლიგაში გაატარა. იგი ისეთ გუნდებში თამაშობდა, როგორებიცაა „ფრაიბურგი“, „შალკე“ და ბერლინის „ჰერტა“.

 

კობიაშვილმა კარიერა სწორედ ამ უკანასკნელში, 2014 წელს დაასრულა. 2015 წელს ის საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტად აირჩიეს. 2016 წელს კი „ქართული ოცნების“ მანდატით, საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი გახდა.

 

43 წლის კობიაშვილი დეპუტატობისთვის 2020 წელსაც იბრძოლებს. ის კენჭს გლდანის მაჟორიტარულ ოლქში იყრის.

 

შოთა ხაბარელი – „ქართული ოცნება“ (ძიუდოისტი)

 

https://www.photojoiner.net/image/k7xCp1x9

 

შოთა ხაბარელი 1980 წლის ოლიმპიური თამაშების გამარჯვებულია. მან მნიშვნელოვან წარმატებას საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების მწვრთნელობის დროსაც მიაღწია. იგი აღნიშნულ თანამდებობას 1987-1991 და 1997-2009 წლებში იკავებდა. სწორედ მისი მწვრთნელობის დროს გახდა ზურაბ ზვიადაური ოლიმპიური ჩემპიონი.

 

2012 წელს ვეტერანი სპორტსმენი „ქართულ ოცნებას“ შეუერთდა და მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი გახდა. 2016 წელს ხაბარელი მმართველი პარტიის მანდატით მეორედ შევიდა პარლამენტში, დეპუტატობისთვის კი 2020 წელსაც იბრძოლებს. „ქართული ოცნების“ პროპორციულ სიაში ხაბარელი 59-ე ნომერი იქნება.

 

მანუჩარ კვირკველია – „ცანიონალური მოძრაობა-ძალა ერთობაშია“ (მოჭიდავე)

 

https://www.photojoiner.net/image/fOec5yu2

 

მანუჩარ კვირკველია ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში 2008 წლის პეკინის ოლიმპიური თამაშების გამარჯვებული გახდა. სპორტული კარიერის დასრულების შემდეგ მან 2014 წელს ჭიდაობის ეროვნული ფერედაციის პრეზიდენტის პოსტი დაიკავა. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ და გაერთიანებულმა ოპოზიციამ „ძალა ერთობაშია“ ოზურგეთი-ლანჩხუთი-ჩოხატაურის საარჩევნო ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატად წარადგინა.

 

ზაზა კედელაშვილი – „ევროპული საქართველო“ (ძიუდოისტი)

 

https://www.photojoiner.net/image/IJjTQ4Eq

 

ყოფილი ძიუდოისტი ევროპის 3-გზის ჩემპიონია. ამ წარმატებას კედელაშვილმა 2006, 2007 და 2008 წლებში მიაღწია. ძიუდოისტმა მონაწილეობა მიიღო 2008 წლის პეკინის ოლიმპიურ თამაშებზეც, თუმცა პირველივე რაუნდში დამარცხდა.

 

სპორტული კარიერის დასრულების შემდეგ კედელაშვილი „ნაციონალურ მოძრაობას“ შეუერთდა და 2012 წელს პარტიის სახელით მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი გახდა.

 

2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში კედელაშვილმა კვლავ „ნაციონალური მოძრაობის“ სახელით იყარა კენჭი, 2017 წელს კი „ევროპული საქართველოს“ შეუერთდა და ამ დრომდე ამ პარტიის მანდატით საქართველოს პარლამენტის წევრია. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში კედელაშვილი კვლავ „ევროპული საქართველოს“ სახელით იბრძოლებს პარლამენტში მოსახვედრად. ის პროპორციულ სიაში მე-11 ნომერი იქნება.

 

ვიტალი დარასელია – „თავისუფალი დემოკრატები“ (ფეხბურთელი)

 

https://www.photojoiner.net/image/wbKOYeT4

 

უმცროსი ვიტალი დარასელია ყველასათვის კარგად ნაცნობ ვიტალი დარასელიას შვილია. ის რამდენიმე წლის განმავლობაში პროფესიონალურ ფეხბურთშიც გამოდიოდა, თუმცა ქრონიკული ტრავმების გამო კარიერა ნაადრევად, 2009 წელს დაასრულა.

 

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში დარასელია „თავისუფალი დემოკრატების“ სახელით საბურთალოს მაჟორიტარობისთვის იბრძოლებს.

ავტორი: Prime Time

X