fbpx
11:36 | 2020-07-06 ავტორი: ნინი ტაველიძე

ქართველი „სამი მუშკეტერი“ – BBC ქართველი ინფექციონისტების წარმატებაზე წერს

ქართველი „სამი მუშკეტერი“ – BBC ქართველი ინფექციონისტების წარმატებაზე წერს

„როგორ დაეხმარა „სამი მუშკეტერი“ საქართველოს ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში“,- ამ სათაურით სტატიას BBC-ი აქვეყნებს.

 

„ბაში-აჩუკის“ სიმღერის გაგონებაზე მხიარულდება“ - დღემდე უცნობი ფაქტები ამირან გამყრელიძეზე
2020-03-11„ბაში-აჩუკის“ სიმღერის გაგონებაზე მხიარულდება“ - დღემდე უცნობი ფაქტები ამირან გამყრელიძეზე

 

საქართველო იმ 15 ქვეყნის სიაში მოხდა, რომლებსაც ევროკავშირი საკმარისად უსაფრთხოდ მიიჩნევს იმისთვის, რომ საზღვრების გაუხსნას. საქართველო ერთადერთი ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკაა, რომელმაც ეს სტატუსი მოიპოვა.

 

3,7 მილიონიანი მოსახლეობის მქონე ქვეყანაში კორონავირუსის ათასზე ნაკლები შემთხვევაა რეგისტრირებული, გარდაცვლილია 15 ადამიანი.

 

პანდემიაზე წარმატებული რეაგირების მართვისთვის სახელმწიფო მეცნიერთა ჯგუფს აქებენ, რომლებსაც „სამი მუშკეტერი“ უწოდეს.

 

შედარებისთვის, მეზობელ სომხეთში კორონავირუსი მძვინვარებს. ყოველდღიურად ვლინდება კორონავირუსის ასობით ახალი შემთხვევა, საერთო რაოდენობამ კი 26 ათასს გადააჭარბა, გარდაცვლილთა რიცხვი დაახლოებით 500-ს შეადგენს.

 

როგორ შეძლო საქართველომ ეს?

 

საქართველოში ახალი კორონავიუსის პირველი შემთხვევა თებერვლის ბოლოს დარეგისტრირდა, რაზეც მთავრობის რეაგირება მყისიერი იყო. მარტის შუა რიცხვებში ყველა სკოლა, უნივერსიტეტი არაარსებითი მნიშვნელობის ბიზნესი დაიხურა და შეჩერდა საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილება.

 

21 მარტს, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ, აიკრძალა ხალხმრავალი შეკრებები და ქალაქის შიგნით გადაადგილება. ამოქმედდა ღამით კომენდანტის საათი.

 

საქართველოსთვის ყველაზე მნიშვნელოვანი რელიგიური დღესასწაულის, მართლმადიდებელი აღდგომის დროს, ხელისუფლებამ აკრძალა კერძო ტრანსპორტით მოძრაობა და დაკეტა სასაფლაოები.

 

„ჩვენ გავითვალისწინეთ პანდემიის საფრთხე პირველ დადასტურებულ შემთხვევამდე ერთი თვით ადრე.

 

ჩვენი ქვეყნის სპეციფიკიდან გამომდინარე, როგორიცაა ჩვენი ადგილმდებარეობა და სიმცირე, ჩვენ ვერ გამოვიყენებდით სხვა ქვეყნების მაგალითებს“, – განუცხადა BBC-ის წერილობით საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ.

 

 

 

საინფორმაციო კამპანიასა და რეგულარული სიახლეების გამოქვეყნებას უძღვებოდნენ ქვეყნის მთავარი მეცნიერები, საქართველოს დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი (NCDC).

 

ორი მარინე - ისინი დღეს ფრონტის წინა ხაზზე იბრძვიან
2020-04-17ორი მარინე - ისინი დღეს ფრონტის წინა ხაზზე იბრძვიან

 

აღნიშნული ცენტრის ლუგარის ლაბორატორია რუსული დეზინფორმაციის მუდმივი სამიზნეა.

 

ვინ არიან მუშკეტერები?

 

საქართველოში დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მეცნიერებმა დიდი პატივისცემა დაიმსახურეს.

 

სამეულში შედიან ამირან გამყრელიძე, პაატა იმნაძე და თენგიზ ცერცვაძე, რომელიც თბილისის ინფექციურ დაავადებათა, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრს ხელმძღვანელობს.

 

კიდევ ერთი პოპულარული ფიგურა – საზოგადოებრივი ჯანდაცვის კამპანიის სახე მარინა ეზუგბაია, რომელიც თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორია.

 

საქართველოში კორონავირუსის ტესტირებისთვის 19 ლაბორატორია მუშაობს.

 

„ოქროს სტანდარტით, ჩვენ ერთ მილიონ მოსახლეზე თითქმის 30 ათასი „პისიარ“ ტესტი ჩავატარეთ. გამოჯანმრთელების კოეფიციენტი 86%-ს შეადგენს. თუმცა, სამწუხაროდ, ჩვენ გარდაცვალების 15 შემთხვევა გვქონდა, რაც 1,6%-ს შეადგენს. გლობალურ მაჩვენებელთან შეადრებით, ის ძალიან დაბალია“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

 

ავტორი: ნინი ტაველიძე

0
კომენტარი - +

X