
კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვები ნელ-ნელა იხსნება, უკვე გაიხსნა რესტორნები, როგორც ჩვენს ქვეყანაში ასევე საზღვარგარეთ.
სოციალურ ქსელში ქურდების თავშეყრის ვიდეო გავრცელდა.
ვიდეო რუსეთში, რესტორან „მარანში“ არის გადაღებული, რომელიც აზერბაიჯანელი ბიზნესმენების საკუთრებაა.
კადრებში ჩანს, რომ ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტი ბადრი კოღუაშვილი და „ალბერტ წითური“, სხვებთან ერთად სიმღერას „ასეთია ქურდი კაცის ბედი“ მღერიან და დროს შესანიშნავად ატარებენ.
ბადრი კოღუაშვილს კრიმინალურ წრეებში კარგად იცნობენ, ის შაქრო კალაშოვის უახლოესი გარემოცვის წევრი გახლავთ, რომლის გავლენები კრიმინალურ სამყაროში კალაშოვის დაპატიმრების შემდეგ კიდევ უფრო გაიზარდა და რუსეთში “ბოსების ბოსს” უწოდებენ.