12:07 | 2020-04-23 ავტორი: Prime Time

ქართველი ქალის ცხედარი ესპანეთის ერთ-ერთ აკლდამაში ინახება – როდის ჩამოასვენებენ სამშობლოში

ქართველი ქალის ცხედარი ესპანეთის ერთ-ერთ აკლდამაში ინახება – როდის ჩამოასვენებენ სამშობლოში

ესპანეთში კორონავირუსით გარდაცვლილი ცირა ალიხანაშვილის ცხედარი აკლდამაშია დაკონსერვებული.

 

„პრაიმტაიმთან“ საუბრისას, გარდაცვლილის მეუღლემ, მამუკა ნაჭყებიამ განაცხადა, რომ ცხედარი სპეციალური ხსნარით დაამუშავეს და აკლდამაში, კედელში შეასვენეს.

 

მისი თქმით, ცხედარს ან კრემაცია უნდა ჩატარებოდა, ან ასეთი წესით მომხდარიყო დაკონსერვება.

 

საელჩოს აქტიური ჩართულობით, ცირა ალიხანაშვილის ცხედარი კრემაციას გადაურჩა.

 

ასევე დაგაინტერესებთ ბავშვები ჭიშკართან დგანან და ატირებულები ელოდებიან დედა

 

როდის მოხდება მისი მეუღლის ცხედრის სამშობლოში გადმოსვენება? ამ კითხვაზე ნაჭყებია პასუხობს:

 

„სალეჩო არის ჩართული აქტიურად. ასევე ჩვენთან იყო მეუფე მოსული, რომელმაც ამ მხრივ დახმარება აღგვითქვა. დაგვპირდნენ, რომ ეს პანდემია, როგორც კი გადაივლის, დადგენილ ვადაზე ადრე შეძლებენ ჩემი მეუღლის ცხედრის გადმოსვენებას“.

 

ამ ტრაგედიის შემდეგ მამუკა ნაჭყებიას ოჯახში კარგი სიახლეც არის. მას და მის მცირეწლოვან შვილებს უცნობმა ადამიანმა თბილისში ბინ აჩუქათ.

 

მამუკა ნაჭყებიას ამის შესახებ „ნანუკა ჟორჟოლიანის შოუში“, თავად გადაცემის წამყვანმა შეატყობინა.

 

ნაჭყებიების ოჯახს საჩუქარი ერთ-ერთმა ქალბატონმა გაუკეთა, რომელმაც ანონიმურად დარჩენა ისურვა.

 

თავად მამუკა ნაჭყებიამ, საჩუქრის გადაცემის დროს ემოციები ვერ შეიკავა და პირდაპირ ეთერში ატირდა.

 

34 წლის ცირა ალიხანაშვილი მეუღლესთან ერთად ესპანეთში სიმსივნის სამკურნალოდ გაემგზავრა, თუმცა იქ ჩასულს ქალს კორონავირუსი დაემართა, რის გამოც მდგომარეობა დამძიმდა. ცირა 20 მარტს ბარსელონაში გარდაიცვალა.

 

მას 5 მცირეწლოვანი შვილი შვილი დარჩა.

 

სხვა ნანუკას მაყურებლის საჩუქარი – ბინა მამუკა ნაჭყებიას ხუთშვილიან ოჯახს

სხვა ნანუკას მაყურებლის საჩუქარი – ბინა მამუკა ნაჭყებიას ხუთშვილიან ოჯახს, რომელსაც ცოტა ხნის წინ ესპანეთში სამკურნალოდ წასული მეუღლე გარდაეცვალა⭐ დაუმეგობრდით ნანუკას Instagram-ზე:https://www.instagram.com/nanukashow/

Gepostet von ნანუკა ჟორჟოლიანის შოუ / Nanuka Zhorzholiani's Show am Mittwoch, 22. April 2020

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები