15:07 | 2021-09-06 ავტორი: Prime Time

ქართველი მილიონერის სახლი აბაშაში , რომელიც მთავრობას აფინანსებდა – ის პარიზში ვიქტორ ჰიუგოს და მოდელიანის გვერდით დაკრძალეს

ქართველი მილიონერის სახლი აბაშაში , რომელიც მთავრობას აფინანსებდა – ის პარიზში ვიქტორ ჰიუგოს და მოდელიანის გვერდით დაკრძალეს

აბაშის რაიონის სოფელ სუჯუნაში მდებარე ეს სახლი 1915 წელს იტალიელებმა დააპროექტეს. სამეგრელოს ერთ პატარა სოფელზეა საუბარი. ეს სახლი უდიდესი ქართველის, მეცენატის, ეროვნული საქმეების დამფინანსებლის აკაკი ხოშტარიასი გახლდათ, რომელიც დედას აუშენა.

 


თავად აკაკიც ამ სოფელში დაიბადა და გაიზარდა, ვიდრე მილიონერი გახდებოდა.

 

აკაკი ხოშტარია გახლდათ ბაქოსა და ირანში მსხვილი სანავთობო კომპანიის დამაარსებელი და ექსპორტიორი უამრავ ქვეყანაში. ასევე სტამბულში იყო „ხოშტარია ბანკის“ დამაარსებელი. მთელი თავის ქონება მან ეროვნულ საქმეს მოახმარა.

 

 

აფინანსებდა საქართველოს პირველ დემოკრატიულ მთავრობას, რომელსაც ბოლომდე ინახავდა საფრანგეთში ემიგრაციის დროს. თავადაც საფრანგეთშია დაკრძალული, პარიზის პერ-ლაშეზის სასაფლაოზე, ჰიუგოს, მოდილიანისა და ოსკარ უაილდის გვერდით.

 

დამოუკიდებელ საქართველოს შეუძინა 4 სამხედრო გემი. სწორედ მან იყიდა აუქციონზე სარაჯიშვილების სახლი, რომელიც შემდეგ გადასცა სახელმწიფოს (სადაც დღემდე მწერალთა კავშირია). აბსოლუტურად ყველა სტუდენტს აფინანსებდა, ვინც ევროპაში სწავლობდა. მაშინდელი  საქართველოს ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმისთვის ბაქოდან გადმორიცხა 8 ათასი მანეთი.

 

ასევე ნახეთ: როგორ სახლში ცხოვრობს გიორგი ფხაკაძე

 

 

სოფელ სუჯანაში მდებარე ეს სახლი ახლა 2009 წელს საპატრიარქოს დაქვემდებარებაში გადავიდა და ამჟამად ჭყონდიდის ეპარქია მართავს.

 

 

ასევე დაგაინტერესებთ: 

 

 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time


X

error: Content is protected !!