fbpx
18:43 | 2020-10-05 ავტორი: Prime Time

ქართველი კრიმინალური „ავტორიტეტი“ კორონავირუსით გარდაიცვალა – ვინ იყო „კვატია“?

ქართველი კრიმინალური „ავტორიტეტი“ კორონავირუსით გარდაიცვალა – ვინ იყო „კვატია“?

ქართველი კრიმინალური „ავტორიტეტი“ ემზარ ჯაფარიძე 58 წლის ასაკში კორონავირუსით გარდაიცვალა.

 

ჯაფარიძე 1990-იანი წლებიდან „კანონიერი ქურდის“ სტატუსს ფლობდა და კრიმინალურ წრეებში „კვატიას“ მეტსახელით იცნობდნენ.

 

ის ბოლო რამდენიმე წელია საბერძნეთში ცხოვრობდა და გავრცელებული ინფორმაციით, შუშანაშვილების კლანის ერთ-ერთი ლიდერი გახლდათ.

 

მის სახელს ქურდულ სამყაროში რამდენიმე კონფლიქტი უკავშირდება, რომელიც გავლენის სფეროების გადანაწილებას ეხებოდა.

 

ბოლო პერიოდში მას გულთან დაკავშირებული ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა, რაც კორონავირუსის ინფექციამ კიდევ უფრო გაართულა და რამდენიმე დღის წინ, ჯაფარიძე საბერძნეთში, სწორედ კოვიდინფექციის დიაგნოზით დაიღუპა.

 

ემზარ ჯაფარიძის სახლი თბილისში, ბახტრიონის ქუჩაზე

 

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X