fbpx
14:07 | 2020-10-28 ავტორი: Prime Time

„ქართველი ხალხი აღსდგება დამსხვრეული ოცნებების და „ქართული ოცნების“ ტყუილების წინააღმდეგ და ხმას უკეთეს მომავალს,“ – გიორგი ვაშაძე

„ქართველი ხალხი აღსდგება დამსხვრეული ოცნებების  და „ქართული ოცნების“ ტყუილების წინააღმდეგ და ხმას უკეთეს მომავალს,“ – გიორგი ვაშაძე

სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე პრემიერ მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებას აბსურდულს უწოდებს და აცხადებს, რომ ის ვერ დაადანაშაულებს მედიასა და ოპოზიციას ზუგდიდის წარუმატებელ ოპერაციაში და ვერც უარყოფს იმ კატასტროფულ მდგომარეობას, რაც „ქართული ოცნების“ რეჟიმა მოუტანა ქვეყანას. ვაშაძის განცხადებით, არჩევნების შემდეგ აღარ მოუსმენენ პრემიერის ტყუილებს, ქართველი ხალხი აღსდგება დამსხვრეული ოცნებების  და „ქართული ოცნების“ ტყუილების წინააღმდეგ და ხმას უკეთეს მომავალსა და კეთილსინდისიერ პოლიტიკოსებს მისცემს.

 

„პრემიერ-მინისტრის დღევანდელი განცხადება აბსურდზე მეტია – ის მედიასა და ოპოზიციას ადანაშაულებს ზუგდიდის წარუმატებელ ოპერაციაში  და კიდევ ერთხელ უარჰყოფს იმ კატასტროფულ მდგომარეობას, რაც მისმა რეჟიმმა მოუტანა საქართველოს. არცერთ სხვა ქვეყანაშივერ გაექცეოდა დამნაშავე  ასე იოლად ხელისუფლებას ნახევარი მილიონი დოლარით ხელში  და არცერთ სხვა ქვეყანაში არ დადის ყოველი სამი დამნაშავიდან ორი ასე თავისუფლად ქუჩებში, როგორც ეს საქართველოში ხდება. ეს „ნორმალურად“
ითვლება მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნება“ მოვიდა ხელისუფლებაში.  გასული 4 წლის განმავლობაში კრიმინალი გაორმაგდა ქვეყანაში. მხოლოდ შარშანდელი წელი რომ ავიღოთ, 40 000 დამნაშავე ვერ დაიჭირა ამ მთავრობამ. მას შემდეგ, რაც ქართული ოცნება ხელისუფლებაშია, კანონის უზენაესობა კრიმინალურმა კანონებმა ჩაანაცვლეს. გახარიას მორიგი აბსურდული განცხადება რა იქნება? ისევ ოპოზიციას დაადანაშაულებს იმაში, რომ მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს სიღარიბეში? მედიის ბრალია, რომ პენსიონერებს საჭმლისა და წამლის საყიდლად საბანკო სესხის აღება უწევს? „ქართული ოცნების“ პარტიის ყველაზე დიდ შემომწირველს სანტა კლაუსმა მისცა 45 მილიონი კორონა კრიზისის დროს გამარტივებული შესყიდვის წესით? შაბათს, არჩევნების შემდეგ ჩვენ, ამ ქვეყნის მოქალაქეები, მის ტყულებს აღარ მოვისმენთ. ჩვენ ჩავანაცვლებთ ამ ფულის-მკეთებლების გუნდს ჩვენი, საქმის-მკეთებლების გუნდით და შემდეგ ჩვენს თავზე ავიღებთ პასუხისმგებლობას: ჩვენ დავალაგებთ ამ არეულდარეულობას, რაც „ქართულმა ოცნებამ“ დატოვა. ჩვენ დავამარცხებთ სირარიბესა და კრიმინალს და ქვეყნის აღმშენებლობას დავიწყებთ. ცვლილებები ახლოს არის. ქართველი ხალხი აღსდგება დამსხვრეული ოცნებების  და „ქართული ოცნების“ ტყუილების წინააღმდეგ და ხმას უკეთეს მომავალსა და კეთილსინდისიერ პოლიტიკოსებს მისცემს. ჩვენ ერთად ხელახლა ავაშენებთ საქართველოს“, –  განაცხადა ვაშაძემ.

 

 

 

R

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X