fbpx
01:29 | 2020-10-22 ავტორი: თამთა თორდია

ქართველი გენერლის შვილიშვილის გზა ჯეიმს ბონდის მეგობარი გოგონადან ოსკაროსანი რეჟისორის ცოლობამდე

ქართველი გენერლის შვილიშვილის გზა ჯეიმს ბონდის მეგობარი გოგონადან ოსკაროსანი რეჟისორის ცოლობამდე

გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელი საქართველოში ყველამ იცის. 1921 წელს გენერალი კვინიტაძე ხელმძღვანელობდა ჯარს რუსეთ-საქართველოს ომში. არსებული ინფორმაციით, გიორგი კვენეტაძის ნამდვილი გვარი ჩიქოვანია.

 

მართალია გენერალ კვინიტაძის შესახებ, თითქმის ყველა ადამიანმა იცის, მაგრამ ნაკლებად არის ცნობილი მისი შვილიშვილის მარია დ’აბოს შესახებ, რომელსაც მსოფლიო კინოსამყაროში შესანიშნავად იცნობენ.

 

 

მარია დ’აბო ლონდონში დაიბადა, მისი მამა ჰოლანდიელია. გოგონამ ბავშვობა პარიზში და ჟენევაში გაატარა. მისი დებიუტი კინოში 1983 წელს შედგა. მან ითამაშა ფილმში “ექსტრა”. მისმა პოპულარობამ კი პიკს 1987 წელს მიაღწია, როდესაც ითამაშა ფილმში “ნაპერწკლები თვალებიდან”, სადაც ბონდის მეგობარი გოგონას როლში იყო და მისი პარტნიორი ტიმოთი დალტონი გახლდათ.

 

ამის შემდეგ ის Playboy-ში გადაიღეს, რაზეც მოგვიანებით განაცხადა, რომ მისი შეცდომა იყო. მას შემდეგ მარია დ’აბომ არაერთ ფილმში ითამაშა, თუმცა ისეთი პოპულარობა რაც 1987 წელს გადაღებულმა ფილმმა მოუტანა, ვერცერთმა როლმა ვეღარ მისცა.

 

2003 წელს გენერლის შვილიშვილი, ოსკაროსან რეჟისორზე ჰიუ ჰადსონზე დაქორწინდა. მისი პირადი და შემქმედებითი ცხოვრება წარმატებით ვითარდებოდა, მაგრამ 2006 წელს მან ინსულტი მიიღო, რის გამოც დიდხანს გადიოდა რეაბილიტაციას.

 

 

მსახიობი არაერთხელ იმყოფებოდა საქართველოში, ერთ-ერთი ბოლო ვიზიტის დროს ღრმად მოხუცებულ დედასთან – ნანო კვინიტაძესთან ერთად ჩამოვიდა და ბაბუას არქივი და პირადი ნივთები ჩამოიტანა.

 

მსახიობი ყოველთვის განსაკუთრებული სითბოთი და სიყვარულით საუბრობს ბებიასა და ბაბუაზე და მათთან ერთად გატარებულ წლებს ყველაზე საუკეთესოდ მიიჩნევს.

 

მარია დ’აბოს მოგონება

 

– ჩემი ერთ-ერთი ყველაზე ადრინდელი მოგონება ხუთი წლიდან იწყება, როდესაც პარიზთან ახლოს ვცხოვრობდით ბაბუასთან ერთად. მას საბჭოთა მმართველობა სდევნიდა. ჩვენი ოჯახის ძიძა, მოხუცი ქალბატონი ბაბალე აკეთებდა უგემრიელეს ქართულ მაწონს, შუშის ქილებში ასხამდა და სარდაფში ინახავდა.

 

ეს იყო ჩემი საყვარელი საჭმელი და ერთი სული მქონდა, როდის შევჭამდი. როცა მარაგი თავდებოდა, ვღელავდი. მერე ბაბუამ ბიზნესი წამოიწყო – მაწონს ყიდდა. მაშინ საფრანგეთში ასეთი რამ არ იყო, ამიტომ ეს საქმე წარმატებული აღმოჩნდა.
ბაბუა მახსოვს ძალიან კარგად. მაშინ ის 90 წლის იყო. ერთად ბევრს ვიცინოდით. ძალიან თბილი ადამიანი იყო, “მალინკა დუშკას” მეძახდა.

 

ავტორი: თამთა თორდია

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X