fbpx
14:55 | 2020-10-30 ავტორი: Prime Time

ქართველ „კანონიერ ქურდს“ ციხეში ადუღებული ზეთი შეასხეს – რატომ გაუსწორდნენ თენგო ლაკერბაიას?

ქართველ „კანონიერ ქურდს“ ციხეში ადუღებული ზეთი შეასხეს – რატომ გაუსწორდნენ თენგო ლაკერბაიას?

სოხუმის ციხეში მყოფი ე.წ. „კანონიერი ქურდი“ თენგიზ ლაკერბაია კიდევ ერთხელ გახდა პატიმრების თავდასხმის სამიზნე.

 

მას ციხეში ადუღებული ზეთი შეასხეს, რის გამო დამწვრობა მიიღო.

 

ცნობილია, რომ თენგიზ ლაკერბაიას მწვავე დაპირპისპირება აქვს გავლენიან „კანონიერ ქურდ“ რაულ ბარცბასთან, რომლის დაჯგუფების ორი წევრი – ასლან ავიძბა და ასტამურ შამბა, სოხუმში რამდენიმე თვის წინ ჩაცხრილეს.

 

რაულ ბარცბას კლანი ლაკერბაიას ამ მკვლელობის დამკვეთად მოიაზრებს. მათ ეჭვებს ამყარებს ის გარემოება, რომ ასლან ავიძბას და ასტამურ შამბას მკვლელობაში მხილებული პირი ციხეში თენგო ლაკერბაიასთან ერთად იჯდა, თუმცა ამ უკანასკნელმა არაფერი მოიმოქმედა. კრიმინალური წესებით, „კანონიერი ქურდის“ მკვლელობა დაუსჯელი არ უნდა დარჩეს.

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X