01:19 | 2020-03-18 ავტორი: სალომე ნეფარიძე

ქართველ „კანონიერ ქურდს“ მოსკოვში განაჩენი გამოუტანეს – ნახეთ რა ვითარებაში დააკავეს ის

ქართველ „კანონიერ ქურდს“ მოსკოვში განაჩენი გამოუტანეს – ნახეთ რა ვითარებაში დააკავეს ის

ქართველ „კანონიერ ქურდს“, კახა ფარფალიას მოსკოვის სასამართლომ განაჩენი გამოუტანა. ნარკოტიკების, კერძოდ „კოკაინის” შეძენა-შენახვა-მოხმარების ბრალდებით ფარფალიას 4-წლიანი პატიმრობა მიესაჯა.

 

ის 2018 წლის დეკემბერში ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ დააკავეს, თუმცა საბოლოო განაჩენი მხოლოდ ახლა გამოცხადდა.

 

კახა ფარფალიას დაკავების კადრები საგამოძიებო ორგანომ გაავრცელა, სადაც ჩანს, რომ ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ მყოფ „კანონიერ ქურდს“ საუბარიც კი უჭირს.

 

44 წლის კახა ფარფალიას ქურდულ სამყაროში „კახა გალსკის“ მეტსახელით იცნობენ. სხვადასხვა წყაროს ცნობით, ის აკონტროლებდა ე.წ. ქურდულ „ობშიაკს“, რომელიც რუსეთის ტერიტორიაზე ივსებოდა.

კახა ფარფალია „კანონიერ ქურდად“ 1999 წელს „მონათლეს“.

 

ავტორი: სალომე ნეფარიძე

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები