fbpx
16:02 | 2020-09-30 ავტორი: სალომე ნეფარიძე

„ქართული ოცნების“ შტაბის თანამშრომელს სახის და კისრის არეში მძიმე დაზიანებები აქვს – ფოტო

„ქართული ოცნების“ შტაბის თანამშრომელს სახის და კისრის არეში მძიმე დაზიანებები აქვს – ფოტო

მარნეულის გზაზე მანქანით მიმავალ „ქართული ოცნების“ შტაბის თანამშრომელს, თემურ შუბითიძეს, სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით სასტიკად გაუსწორდნენ.

 

დაუდგენელმა პირებმა ავტომობილს ჯერ მანქანა დააჯახეს, შემდეგ კი სასტიკად სცემეს.

 

თავდასხმა „ქართული ოცნების“ წარმომადგენელზე – გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო

 

ამ დროისთვის, შუბითიძე უკვე საავადმყოფოშია გადაყვანილი და შესაბამისი სამედიცინო დახმარება უტარდება. არსებული ინფორმაციით მას მძიმე დაზიანებები სახის და კისრის არეში აქვს მიყენებული.

 

ჩვენი ინფორმაციით, იგი ცოტა ხნის წინ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ საავადმყოფოში მოინახულა.

 

 

 

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.

 

იხილეთ ვიდეო

ავტორი: სალომე ნეფარიძე

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X