15:22 | 2020-08-31 ავტორი: Prime Time

„ქართული ოცნების“ ინფიცირებული თანამშრომლის 5 კონტაქტს კორონავირუსი დაუდგინა

„ქართული ოცნების“ ინფიცირებული თანამშრომლის 5 კონტაქტს კორონავირუსი დაუდგინა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე ახალ ინფიცირებულ პირებზე განმარტებას აკეთებს.

 

„ჩვენ ახალი შემთხვევა დაგვიდასტურდა ორ ლოკაციაზე, ეს გახლავთ “ქართული ოცნების” სათაო ოფისში, სადაც სამეურნეო მუშაკს დაუფიქსირდა და შემდგომ, მისი კონტაქტები აქტიურად იქნა გამოკვლეული.

 

გუშინწინ და გუშინ ჩვენ გამოვიკვლიეთ, დაახლოებით 240-მდე კონტაქტირებული პირი და მათგან 5 დადასტურებული შემთხვევა გვაქვს.

 

მეორეს მხრივ, საყურადღებოა სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში აღმოჩენილი ერთი შემთხვევა, რომელიც დაგვიდასტურდა რუსთავის საავადმყოფოში.

 

ცხელებით შესული პიროვნება, რომელიც მუშაობდა დაცვის სპეციალურ სამსახურში და მასთან დაკავშირებული 2 კონტაქტში იქნა დადასტურებული შემთხვევა, ერთ-ერთი გახლდათ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის დაცვის წევრი და, ამიტომ, ბატონი არჩილი ოჯახთან ერთად თვითიზოლაციაში გადავიდა,” – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X