15:09 | 2021-07-28 ავტორი: Prime Time

„ქართული ოცნების“ განცხადება ადასტურებს, რომ მათ მძიმე მდგომარეობა აქვთ – ბოკერია

„ქართული ოცნების“ განცხადება ადასტურებს, რომ მათ მძიმე მდგომარეობა აქვთ  – ბოკერია

ევროპული საქართველოს თავჯდომარე, გიგა ბოკერია, ქართული ოცნების გადაწყვეტილებას ეხმაურება 19 აპრილის შეთანხმების ანულირებასთან დაკავშირებით.

„ქართულმა ოცნებამ“ 19 აპრილის შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა
2021-07-28„ქართულმა ოცნებამ“ 19 აპრილის შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა

 

ბოკერიას თქმით, ივანიშვილის რეჟიმის წარმომადგენლების ეს განცხადება ერთიმხრივ ადასტურებს, რომ მათ უმძიმესი მდგომარეობა აქვთ ქართული საზოგადოების მხარდაჭერის თვალსაზრისით, ხოლო მეორემხირვ ცხადყოფს რომ მათ სიტყვას არანაირი ფასი არ აქვს.

 

ბოკერიამ აღნიშნა, რომ ახლა მნიშვნელოვანია ამ სახიფათო რეჟიმის დამარცხება თვითმმართველობის არჩევნებზე, რათა ისინი იძულებულები გახდნენ დანიშნონ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები.

 

„ეს მორიგი უტიფარი განცხადება ივანიშვილის რეჟიმის წარმოადგენლების ადასტურებს პირველი იმას, რომ პანიკაში არიან და აცნობიერებენ, რომ უმძიმესი მდგომარეობა აქვთ ქართული საზოგადოების მხარდაჭერის თვალსაზრისით, უფრო სწორედ, იკვრება კონსენსუსი მათ წინააღმდეგ. მეორე, კიდევ ერთხელ აჩვენებს ყველას, ქვეყნის შიგნით და გარეთ მათ სახეს, რომ მათ სიტყვას ნული აქვს ფასი.

 

რაც ყველაზე უფრო მთავარია, ეხლა ჩვენ, მთელმა საზოგადოებამ უნდა დავამარცხოთ ეს სახიფათო ჩვენი ქვეყნისთვის და სამარცხვინო რეჟიმი თვითმმართველობის არჩევნებზე და მათ მოუწევთ ვადამდელი არჩევნების დანიშვნა.

 

ამ რეჟიმს და ივანიშვილს ესმით მხოლოდ საზოგადოების ძალის და საერთაშორისო წნეხის, ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ ქვეყნის შიგნით მოქალაქეების მხრიდან წნეხი მათზე ამ არჩევნების შედეგით, რასაც მოყვება შემდეგ თავისუფალი სამყაროს წნეხი და რაც მიგვიყვანს იმ ამოცანამდე, რასაც ვადამდელი არჩევნები და ამ ძალის ჩამოშორება ჰქვია ხელისუფლებიდან.“ – განაცხადა ბოკერიამ.

 

ცნობისთვის, „ქართული ოცნება“ 19 აპრილის შეთანხმებას ანულირებულად აცხადებს. ამის შესახებ პარტიის ლიდერებთან ერთად, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა. მისივე თქმით, 19 აპრილის შეთანხმებამ საკუთარი თავი ამოწურა.

ავტორი: Prime Time


X

error: Content is protected !!